მსოფლიოს მასშტაბით ბევრი დიეტოლოგი ამბობს, რომ განაყოფიერებასა და დაორსულებას ხშირად უწყობს ხელს გარკვეული პროდუქტები. ისინი იცავენ და ამაგრებენ ორგანიზმს, კეთილსასურველად მოქმედებენ განაყოფიერების პროცესზე.
მაგალითად, ხალხური მედიცინის თანახმად, უნაყოფობის დროს საკვებში სასურველია პრასის ჩართვა, რომელიც მდიდარია ფოლიუმის მჟავით, ასევე
აუცილებელი არ არის, ისინი ყოველდღე მიირთვათ, მთავარია, ხანდახან მაინც მიიღოთ რომელიმე მათგანი და რაც მთავარია, ჯანსაღად იკვებოთ.
ძირითადი პრინციპია, მაქსიმალურად ნატურალური პროდუქტები მიიღოთ, ყველაფერი ცოტ-ცოტა, ერთბაშად არ მიირთვათ და დღეში ერთი სახეობის ბევრი პროდუქტი არ მიიღოთ. ასევე მოერიდეთ დიდ ინტერვალებს წახემსებებს შორის და მიირთვით რაც შეიძლება მეტი სასარგებლო და ჯანსაღი საკვები.
რასაკვირველია, თქვენს ორგანიზმსაც ''მოუსმინეთ'' - ის თავად გამცნობთ, რა რგებს და რა სწყენს.
მაშ ასე, სუპეროცეული:
1. ისპანახი
2. უცხიმო რძე, იოგურტი, ხაჭო.
3. გაღივებული ხორბალი - დაამატეთ ფაფეულში ან შინ მომზადებულ, საფუარის გარეშე გამომცხვარ პურში.
4. ორაგული, თინუსი (შეიძლება, თავისივე წვენში კონსერვირებული) - მიირთვით ცივი, შემთბარი, სალათში დამატებული - ნებისმიერი სახით.
5. ლობიო - პირველი ნახარში გადაასხით. შეგიძლიათ, წვენიც გადაწუროთ და ისე მიირთვათ.
6. გოგრა.
7. ბროკოლი.
8. ტოფუ (სოიოს ხაჭო) - მთავარია, იყოს ხარისხიანი და არა გენმოდიფიცირებული სოიოსგან.
9. ცეხვილი ხორბალი - დაასხით ადუღებული წყალი, ცოტა შავი პილპილი და ლიმონის წვენი, თავზე დაახურეთ და სანამ კარგად არ დარბილდება, დაახლოებით ნახევარი საათი ხარშეთ. მერე კი შეურიეთ ფაფეულში, სალათეულში, რასთანაც მოგესურვებათ მისი მირთმევა.
10. მსხვილმარცვლოვანი პური (''ხლებცი'').
11. კოჭა.
12. ჭარხლის ფოთლები.
13. ჩინური კომბოსტო (პაკ-ჩოი).
14. პომიდორი.
15. მზესუმზირა, ქუნჯუთის მარცვლები, თხილეული (ნუში, ნიგოზი, ჩვეულებრივი თხილი, ტყის თხილი).
16. გრეიპფრუტი, ლიმონი, ნესვი.
17. ჩინური სოკო შიტაკე (კონსერვირებული). - წვენი გადაწურეთ და სალათში დაუმატეთ, ან უსაფუარო პიცის მომზადებისას გამოიყენეთ.
18. ზღვის კომბოსტო - მშრალი წვნიანებში, ფაფეულსა და სალათებში დაამატეთ. დაკონსერვებული აურიეთ მოხარშულ ჭარხალთან და ლიმონის წვენი დაუმატეთ - გემრიელია.
19. ქაცვი, შტოში (ჩვენთან ორივე კენკრას რატომღაცუფრო რუსული სახელებით იცნობენ - ''აბლეპიხა'', ''კლიუკვა'').
20. სელის ზეთი - დღეში 2-3 სუფრის კოვზი მიირთვით. შეგიძლიათ, ბოსტნეულის წვენში ან სალათში დაუმატოთ. არ გააცხელოთ!
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის