ცნობილია, რომ ავთვისებიანი სიმსივნე კეთილთვისებიანისგან მკვეთრად განსხვავდება: ის უკონტროლოდ იზრდება და ვითარდება, მისი უჯრედებიც უსასრულოდ იყოფა და თავისივე მსგავს უჯრედებს წარმოშობს. ამ მძიმე დაავადების შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი დალი თუშიშვილი გვესაუბრება:
- ონკოლოგიური დაავადებების შესახებ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ ასახავს
ადამიანის ორგანიზმში მილიონობით უჯრედია, მარტივად რომ ვთქვათ, ეს უჯრედები იყოფიან და თითოეული დედისეული უჯრედი აჩენს შვილეულ უჯრედს. მილიონობით ახალწარმოქმნილი უჯრედიდან ერთი შეიძლება გამოვიდეს ატიპური, სიმსივნური, ანუ მახინჯი. ეს უჯრედი თავის მხრივ ათის ნაცვლად აჩენს ათასს, ანუ უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედი, აღწევს სხვადასხვა ორგანოში, ცირკულირებს სისხლისა და ლიმფის გზით და სადაც დაიბუდებს, იმ ადგილიდან ვრცელდება კიბო მთელ ორგანიზმში.
- რა როლს ასრულებს ამ დაავადების წარმოშობაში გენეტიკა?
- ავთვისებიანი სიმსივნის წარმოშობის მიზეზი სხვადასხვა თეორიის მიხედვით სხვადასხვაგვარია, მაგრამ მყარი პოზიცია, მყარი ვერსია, თუ საიდან წარმოიქმნება სიმსივნური უჯრედი, ჯერჯერობით არ არსებობს.
გენეტიკა ნამდვილად თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგრამ არც ეს არის საკმარისი საფუძველი ორგანიზმში კიბოს განვითარებისათვის.
- მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძველ დროში ეს დაავადება ძალზე იშვიათად გვხვდებოდა.
- ადრეულ წლებში იყო ჭლექი, ქოლერა, შავი ჭირი… კიბო ეტყობა ამ ეპოქის სენია, მე ონკოლოგიაში 38 წელიწადია ვმუშაობ. ის დაავადებები, რომლებიც ადრე მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში გვხვდებოდა, ახლა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც კი ხშირია, ანუ კიბო ძალიან გაახალგაზრდავდა.
იყო ასეთი მეცნიერი კოჰეინი, რომელიც ამბობდა, ადამიანები რომ ას წლამდე და უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ალბათ ყველა სიმსივნით დაიღუპებოდაო. შეიძლება კიბოს ინკუბაციის პერიოდი იმდენ ხანს გაგრძელდეს, რომ ადამიანი ამას ვერც გრძნობდეს და სულ სხვა დაავადებით დაიღუპოს. კოჰეინის აზრით, ყველა ადამიანში არის ამ დაავადების ჩანასახი, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად განვითარდება…
- კიბოს წარმოშობას ყველაზე ხშირად ნიკოტინს აბრალებენ…
- მე უამრავი პაციენტი მყოლია, რომელსაც სიგარეტი არასოდეს მოუწევია, ერთ-ერთი მათგანი სიგარეტის სუნზეც კი ცუდად ხდებოდა, პასიური მწეველიც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ფილტვის კიბოთი დაიღუპა, დიდი ხანია შეხება მაქვს ასეთ პაციენტებთან და ვერ ვიტყვი, რომ ფილტვის კიბო მწეველებში ჩნდება, არამწეველებში კი - არა. ვერც იმას ვიტყვი, რომ ძუძუს კიბო გათხოვილებს არ უჩნდებათ, გაუთხოვრებს - კი… ეს დაავადება მსგავს სტატისტიკას არ ემორჩილება. განაგრძეთ კითხვა: