07 ნოემბერი, 2018
"კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდებათ, შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს
ამ ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. კი­ბოს ასამ­დე სა­ხე­ო­ბაა ცნო­ბი­ლი, ის შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში. ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­სა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ­გვარ და­ა­ვა­დე­ბა­თა მე­სა­მე­დი იკურ­ნე­ბა, ბევ­რი კი ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით სრულ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნის­გან მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა: ის უკონ­ტრო­ლოდ იზ­რდე­ბა და ვი­თარ­დე­ბა, მისი უჯრე­დე­ბიც უსას­რუ­ლოდ იყო­ფა და თა­ვი­სი­ვე მსგავს უჯრე­დებს წარ­მო­შობს. ამ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი დალი თუ­შიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი ჰი­პო­თე­ზა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ბევ­რი მათ­გა­ნი ვერ ასა­ხავს
სი­ნამ­დვი­ლეს. სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დი ვი­თარ­დე­ბა ავ­ტო­ნო­მი­უ­რად.


ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მი­ლი­ო­ნო­ბით უჯრე­დია, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ეს უჯრე­დე­ბი იყო­ფი­ან და თი­თო­ე­უ­ლი დე­დი­სე­უ­ლი უჯრე­დი აჩენს შვი­ლე­ულ უჯრედს. მი­ლი­ო­ნო­ბით ახალ­წარ­მოქ­მნი­ლი უჯრე­დი­დან ერთი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს ატი­პუ­რი, სიმ­სივ­ნუ­რი, ანუ მა­ხინ­ჯი. ეს უჯრე­დი თა­ვის მხრივ ათის ნაც­ვლად აჩენს ათასს, ანუ უფრო სწრა­ფად მრავ­ლდე­ბა, ვიდ­რე ჯან­მრთე­ლი უჯრე­დი, აღ­წევს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ში, ცირ­კუ­ლი­რებს სის­ხლი­სა და ლიმ­ფის გზით და სა­დაც და­ი­ბუ­დებს, იმ ად­გი­ლი­დან ვრცელ­დე­ბა კიბო მთელ ორ­გა­ნიზ­მში.

- რა როლს ას­რუ­ლებს ამ და­ა­ვა­დე­ბის წარ­მო­შო­ბა­ში გე­ნე­ტი­კა?

- ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვა თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია, მაგ­რამ მყა­რი პო­ზი­ცია, მყა­რი ვერ­სია, თუ სა­ი­დან წარ­მო­იქ­მნე­ბა სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დი, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.

გე­ნე­ტი­კა ნამ­დვი­ლად თა­მა­შობს გა­დამ­წყვეტ როლს, მაგ­რამ არც ეს არის საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი ორ­გა­ნიზ­მში კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

- მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ძველ დრო­ში ეს და­ა­ვა­დე­ბა ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბო­და.

- ად­რე­ულ წლებ­ში იყო ჭლე­ქი, ქო­ლე­რა, შავი ჭირი… კიბო ეტყო­ბა ამ ეპო­ქის სე­ნია, მე ონ­კო­ლო­გი­ა­ში 38 წე­ლი­წა­დია ვმუ­შა­ობ. ის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე მხო­ლოდ ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში გვხვდე­ბო­და, ახლა 30 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდებ­შიც კი ხში­რია, ანუ კიბო ძა­ლი­ან გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და.

იყო ასე­თი მეც­ნი­ე­რი კო­ჰე­ი­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი რომ ას წლამ­დე და უფრო დიდ­ხანს ცო­ცხლობ­დნენ, ალ­ბათ ყვე­ლა სიმ­სივ­ნით და­ი­ღუ­პე­ბო­დაო. შე­იძ­ლე­ბა კი­ბოს ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი იმ­დენ ხანს გაგ­რძელ­დეს, რომ ადა­მი­ა­ნი ამას ვერც გრძნობ­დეს და სულ სხვა და­ა­ვა­დე­ბით და­ი­ღუ­პოს. კო­ჰე­ი­ნის აზ­რით, ყვე­ლა ადა­მი­ან­ში არის ამ და­ა­ვა­დე­ბის ჩა­ნა­სა­ხი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა…

- კი­ბოს წარ­მო­შო­ბას ყვე­ლა­ზე ხში­რად ნი­კო­ტინს აბ­რა­ლე­ბენ…

- მე უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტი მყო­ლია, რო­მელ­საც სი­გა­რე­ტი არა­სო­დეს მო­უ­წე­ვია, ერთ-ერთი მათ­გა­ნი სი­გა­რე­ტის სუნ­ზეც კი ცუ­დად ხდე­ბო­და, პა­სი­უ­რი მწე­ვე­ლიც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ფილ­ტვის კი­ბო­თი და­ი­ღუ­პა, დიდი ხა­ნია შე­ხე­ბა მაქვს ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­თან და ვერ ვი­ტყვი, რომ ფილ­ტვის კიბო მწე­ვე­ლებ­ში ჩნდე­ბა, არამ­წე­ვე­ლებ­ში კი - არა. ვერც იმას ვი­ტყვი, რომ ძუ­ძუს კიბო გა­თხო­ვი­ლებს არ უჩ­ნდე­ბათ, გა­უ­თხოვ­რებს - კი… ეს და­ა­ვა­დე­ბა მსგავს სტა­ტის­ტი­კას არ ემორ­ჩი­ლე­ბა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS