01 ნოემბერი, 2018
"ეს პროცედურები ჩვენს არცერთ სპორტულ გუნდში არ ხდება" - კარდიოლოგ ანზორ მელიას რჩევა სპორტსმენების მშობლებს
20 წლის ლაშა მღებრიშვილის გარდაცვალების ფაქტმა უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული. ახალგაზრდა ბიჭი გუშინ რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა. იგი შერკინებისას მოულოდნელად გახდა ცუდად, გული გაუჩერდა, კრიჭა შეეკრა და მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო. ამ ტრაგედიამ საზოგადოებას ზუგდიდში მოხდარი შემზარავი ამბავიც გაახსენა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა. მაშინ 10 წლის მოზარდს ფეხბურთის თამაშისას გაუჩერდა გული. ამ შემთხვევაშიც ფატალური შედეგი დადგა და ბიჭუნას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა დავიცვათ სპორტით დაკავებული ბავშვები მსგავსი ტრაგიკული შემთხვევებისგან და
როგორ შეიძლება გავუწიოთ პირველადი დახმარება სპორტსმენს, mshoblebi.ge კარდიოლოგ ანზორ მელიას დაუკავშირდა:

- როცა სპორტულ სექციებს ან გუნდებში იღებენ ახალგაზრდებს, პროფილაქტიკური გასინჯვაა საჭირო. აუცილებლად უნდა იყოს სამედიცინო კომისია, რომელმაც უნდა შეამოწმოს და შეაფასოს სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა.


ვარჯიშები უნდა დაიგეგმოს სპეციალური პროგრამის მიხედვით. არ შეიძლება ორგანიზმისთვის ერთბაშად დიდი დატვირთვა.

ვარჯიშის ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაიზარდოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროფგასინჯვები აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი უბედურებისგან არავინ ვართ დაზღვეული. უცხოეთში მოთამაშე სპორტსმენებსაც ემართებათ გულის შეტევა თამაშის დროს და სამწუხარო შედეგი მათთანაც დგება. ამიტომ პროფგასინჯვები უნდა მოხდეს 6 თვეში ერთხელ.

ამაში შედის კარდიოგრამა, ექოსკოპია და დატვირთვის ტესტი. ეს პროცედურები კი ჩვენს არცერთ სპორტულ გუნდში არ ხდება. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS