22 თებერვალი, 2014
კეფირის დიეტა - მინუს 10 კილოგრამი
ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოქმედი დიეტაა. კეფირი ხომ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ასევე ნაწლავების მუშაობას და საერთოდ ორგანიზმისა მთლიანად. კეფირი ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი პროდუქტია ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოქმედი დიეტაა. კეფირი ხომ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ასევე ნაწლავების მუშაობას და საერთოდ ორგანიზმისა მთლიანად. კეფირი ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი პროდუქტია.

კეფირის დიეტა კვების ინსტიტუტისგან

კვების ინსტიტუტის კეფირული დიეტის ხანგრძლივობა სამი კვირაა. ამ პერიოდის განმავლობაში 10 კილოგრამამდე წონის დაკლება შეიძლება. ათბალიანი სისტემის მიხედვით მისი სირთულე შეიძლება 5-6 ქულად შეფასდეს. ადაპტაციის პერიოდი დაახლოებით 3 ან
4 დღის შემდეგ მოდის.

თქვენმა დღიურმა რაციონმა არ უნდა გადააჭარბოს 1100-1700 კილოკალორიას. ამასთან დაკავშირებით მოგიწევთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ან სულაც ამოიღოთ რაციონიდან პურ-ფუნთუშეული, კარტოფილი და შაქარი.

ასევე შეზღუდეთ მოხმარებული ცხიმების საერთო რაოდენობა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ცხიმების ნახევარი მცენარეული ზეთია. მარილი -არაუმეტეს დღეში ერთი ჩაის კოვზისა.

ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა რძე, ხორცი და თევზი, შეიძლება, ოღონდ უცხიმო. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული.
შეზღუდვა მოქმედებს წყალზეც -დღეში არა უმეტეს 1,5 ლიტრისა. არ დაგავიწყდეთ, რომ აქ უკვე შედის ერთი ლიტრი კეფირი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ბოსტნეული, ხილი, თევზეული, ძეხვეული და ნებისმიერი სხვა პროდუქტებიც შედგება წყლისგან.

კვების პერიოდები

კვების ინსტიტუტის კეფირის დიეტა მოიცავს დაახლოებით 5-6-ჯერად კვებას დღეში, ერთსა და იმავე დროებში. მაგალითად: 08:00, 10:00, 12:00, 14:00, 16:00, 18:00.

21 დღის განმავლობაში ამ დიეტით შეიძლება დაიკლოთ 8-10 კილოგრამი. შედეგი საკმაოდ მყარი იქნება

განმტვირთავი კეფირული დიეტა

განმტვირთავი დიეტა იმისთვის არის საჭირო, რომ ორგანიზმი განვტვირთოთ ძლიერი კვების გადაჭარბების შემდეგ. მაგალითად, დაბადების დღეზე წახვედით ან ქორწილში და იმ დღეს მეტისმეტად ბევრი საკვები მიიღეთ. ეს წონის მომატებას არ გამოიწვევს, მაგრამ იმას კი, რომ ორგანიზმს ეზრდება მადა და საკვებისადმი სიხარბე, რაც იწვევს კვების მიღების რაციონის გამუდმებულ გაზრდას. სწორედ გამუდმებული გადაძღომა იწვევს ცხიმის ჩალაგებას. მაგრამ თუ მეორე დღეს მოითმენთ და განმტვირთავ დიეტას ჩაიტარებთ, ყველაფერი კარგად იქნება.
ორი ვარიანტიდან შეგიძლიათ ერთ-ერთი აირჩიოთ, რომელიც უფრო მოგეწონებათ.

განმტვირთავი დიეტის პირველი ვარიანტის მენიუ

საუზმე:
დილით უბრალოდ მიირთვით პურის ნაჭერი და მიაყოლეთ ერთი ჭიქა კეფირი.
მეორე საუზმე: რამდენიმე ცალი ხილი მიირთვით, მაგალითად, ორი ვაშლი ან ორი მსხალი. დააყოლეთ ერთი ჭიქა კეფირი.
სადილი: სადილად მოიმზადეთ რომელიმე სალათი ან თუნდაც ვინეგრეტი. თუ გაქვთ წვრილად დაჭრილი და დამარილებული კომბოსტო, შეგიძლიათ მიირთვათ.
სამხარი: ერთი ჭიქა კეფირი.
ვახშამი: ხილი და ყველის ნაჭერი.
ძილის წინ: ერთი ჭიქა კეფირი. თუ კეფირი მოგბეზრდათ, შეგიძლიათ ერთი ჭიქა რძე დალიოთ.

განმტვირთავი დიეტის მეორე ვარიანტის მენიუ

საუზმე:
ერთი ან ორი ჭიქა კეფირი.
მეორე საუზმე: წვენი, ნებისმიერი.
სადილი: მოხარშული თევზი.
სამხარი: ნებისმიერი ხილი. ჯობია -ვაშლი და მსხალი.
ვახშამი: მოხარშული სტაფილო და ერთი ნაჭერი პური.
ძილის წინ: ერთი ჭიქა კეფირი ან რძე.

კეფირის სილამაზის დიეტა

სილამაზის დიეტა ორგანიზმს აახალგაზრდავებს და მას შინაგან სილამაზეს სძენს. ამისთვის საჭიროა მთლიანად გამორიცხოთ ნებისმიერი ტკბილეული და შაქარი. ჯობს ამის ნაცვლად მურაბები ან თაფლი მიირთვათ. მთავარია მოზომილი კვება. ამ წესების დაცვით სხეულიც მოხდენილი გექნებათ და კანიც გლუვი.

სილამაზის დიეტის მენიუ

პირველი საუზმე: დილით შეიძლება ჩაი ბუტერბროდით -პურით (შეიძლება შემწვარი) და ყველით, და ნახევარი ჭიქა წვენი.
მეორე საუზმე:
ბოსტნეულის სალათი პურით, კვერცხი და ერთი ჭიქა კეფირი.
სადილი: ბოსტნეულის სალათი მცენარეული ზეთით. რომელიმე ხორცის ნაწარმი, შეიძლება გარნირით.
სამხარი: ნებისმიერი ხილი. ჯობია ვაშლი ან მსხალი.
ვახშამი: თევზი პურით და ბოსტნეული.
ძილის წინ: ერთი ჭიქა თბილი რძე ან ერთი ჭიქა კეფირი.

სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანი
ამ დიეტის დროს თუ შეიძლება უშაქრო ჩაი რძით?ჯერ კიდევ ბავშვს ვაჭმევ.შედეგი მაინც იგივე იქნება?
18:34 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS