24 ოქტომბერი, 2018
დიაბეტის ვაქცინამ საბოლოო გამოცდა გაიარა - შაქრიანი დიაბეტის განკურნება შესაძლებელია
ახალი ვაქცინის წყალობით, დიაბეტისგან განკურნება უკვე შესაძლებელია. ფონდ „დიაბეტზე გამარჯვების“ პრეზიდენტმა, სალვადორ ჩაკონ რამირესმა და ავტოიმუნური დაავადებების მექსიკური ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლუჩია სარატა ორტეგამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

სწორედ ამ პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, რომ დიაბეტის ვაქცინამ საბოლოო გამოცდა გაიარა და ის უკვე ყველა ტიპის დიაბეტს კურნავს. ესაა პირველი და მეორე ჯგუფის, ასევე დიაბეტის შეძენილი და თანდაყოლილი ფორმები. როგორც რამირესი აცხადებს, ვაქცინაზე მუშაობა მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობდა.

მეცნიერის განცხადებით, ვაქცინის ვარგისიანობა 60 დღეა, ხოლო განკურნების პროცესი წლამე გრძელდება.
ამავე დროს ვაქცინა იცავს დაავადებულებს დიაბეტის გართულებით გამოწვეული პათოლოგიებისგან.

პაციენტებმა, რომლებსაც ვაქცინის საკუთარ თავზე გამოცდა სურთ, უნდა მიმართონ იმუნიცაზიის ფონდს მექსიკაში, რათა ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაიტარონ. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვაქცინის გამოყენება და მკურნალობის დაწყება. ჯერ უცნობია, როდის შევა ვაქცინა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ინგა
საქართველოში საHინელი ვირუსების მეტი რაიმე კარგი შემოდის ნეტა?
01:46 / 30-10-2018
გამოხმაურება / 0 /
T. A.
ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. მექსიკის ჯანდაცვის სამსახურის სანიტარული რისკის სააგენტო Cofepris-მა დაბლოკა ეს მეთოდიკა, როგორც ჯანმრთელობისთვის საშიში. გადასამოწმებლად იხილეთ ბმულები: http://everydaydiabetes.com/diabetes-cure-article/ http://www.ibtimes.com.au/mexican-doctor-claims-developing-first-vaccine-diabetes-using-autohemotherapy-alternative-treatment https://www.facebook.com/pages/category/Community-Center/Fundacion-vive-tu-diabetes-ac-Oficial-1628221767440125/ https://translate.google.com/translate?hl=en&sl=auto&tl=en&u=https%3A%2F%2Fwww.gob.mx%2Fcofepris%2Fprensa%2Fno-hay-ninguna-vacuna-aprobada-contra-la-diabetes-salud&sandbox=1 (ბოდიში, დრო არ მაქვს გადასათარგმნად)
22:30 / 26-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანა
საქართველოში როდის შემოვა ეს ვაქცინა?
23:14 / 24-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
თქვენ რა დაგვცინით, ჯერ როგორ მივმართოთ მერე ვის და რაც მთავარია გვააქვს ამის ფული??????
17:22 / 24-10-2018
გამოხმაურება / 0 /
აუ,სიმონ...
დევიჯერო არავის არ გაქვთ დიაბეტი? რატო არ აკეთებთ კომენტარებს?
16:55 / 24-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS