22 თებერვალი, 2014
აქტივირებული ნახშირი ქალბატონებს ხუთი წლით გაგაახალგაზრდავებთ
ნიღაბი იმდენად ეფექტურია, რომ თამამად შეგიძლიათ უარი თქვათ კანის ძვირადღირებული მოვლის საშუალებებზე... მისი გაკეთების შემდეგ თქვენი კანი მინიმუმ ხუთი წლით გაახალგაზრდავდება აქტივირებული ნახშირის ნიღაბს უკანასკნელ ნოუ-ჰაუს უწოდებენ. ვინაიდან ფორიანი ხის ნახშირი კარგი აბსორბენტია, ის ადვილად უმკლავდება ანთებით პროცესს, კანიდან ამოაქვს ტოქსინები, მტვერსასრუტივით წმენდს ცხიმოვან საცობებს, ამასთან, არ აზიანებს ეპიდერმისს.

ნიღაბის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზი ჟელატინი, რძე და დაფხვნილი აქტივირებული ნახშირი ერთმანეთში აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ნაზავი 20 წამით მიკროტალღურ ღუმელში შედგით, შემდეგ გააგრილეთ და გასუფთავებულ
სახეზე წაისვით. როგორც კი ნიღაბი მთლიანად კარგად გაშრება, ფრთხილად მოიცილეთ აპკივით. სახე ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. 

ნიღაბი იმდენად ეფექტურია, რომ თამამად შეგიძლიათ უარი თქვათ კანის ძვირადღირებული მოვლის საშუალებებზე... მისი გაკეთების შემდეგ თქვენი კანი მინიმუმ ხუთი წლით გაახალგაზრდავდება. 

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
მადონა
თითო კოვზი იგულისხმება ხალხო რა გჭირთ ნეტა სკოლა როგორ დაამთავრეს ზოგიერთებმა??? (და რაც შეეხება ნახშირს ყველაზე საუკეთესოა სხვა პრეპარატებს შორის ნაწლავებისთვის)
13:21 / 28-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინა
Kი მაგრამ ნახშირი რადიაციულია და ორზე მეტი არ შეიძლებაო?
01:18 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კომენტარს ვერ ვწერ, ხალხნო ნახშირის ასეთი დიდი რაოდენობით მიღება როგორ შეიძლება, ამ გაწმენდის დროს რატომ არ ფიქრთებით იმასე რომ ამ დროს ორგანიზმის ბალანსი შეიძლება დაირღვეს, რომ არ მოხდება საკვების შეწოვა ორგანიზმის მიერ, მე რავი არასდროს არ გავიკეთებ ამ საშინელებებს, მირჩევნია სწორად ვიკვებო, და ნაკლებად ცხიმიანი და მეტი ჯანსაღი საკვები მივირთვა
23:11 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
ნახშირი და რძე რამდენი უნდა, თუ რამეს დაწერთ რაოდებოც მიუთითეთ, მარილი ხომ არ არის, გემოვნებით რომ დაამატო :D
19:26 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიკიო
გოგოებო უველაზე ნაღდს გეტყვით: 1 თვე ყოველდღიურად 3 ლიტრი წყალი დალიეთ და ნახავთ რა შედეგსაც მიაღწევთ.....გამიხსნენეეეეთ:)
16:00 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
Nia
ლელა, იყიდება აფთიაქში ე.წ. თეთრი ნახშირი :)
11:19 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
როენა, თეთრი ნხშირი გინახავს სადმე? :) ამ აქტივირებულ ნახშირს, ყოველთვიურად ერთი კვირის განმავლობაშიც თუ დალევთ ორგანიზმის გასაწმენდად, ეფექტი კიდევ უფრო უკეთესი იქნება...ყოველ 10 კილოზე ერთი აბი...ანუ-50 კილო 5 აბი, 80 კილო 8 აბი...დღეში ერთხელ, ერთი კვირა...სისტემატიურად არ სვათ, არ შეიძლება...გახდომისათვისაც კარგია...
11:10 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
დეკო
ძალიან მაგარია, მე გავაკეთე, ნელთბილ გაზქურაში შევდგი და 4 აბი დავფხვენი. რა ვიცი, შედეგი მომეწონა :)
22:08 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
როენა
მხოლოდ შავი ნახშირი?
20:34 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
რამდენ გრადუსზე უნდა იყოს გახურებული ღუმელი? და დოზებიც, თუ შეიძლება.
20:21 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS