22 ოქტომბერი, 2018
ჯიზელ ბიუნდჰენის დიეტა, რომელიც ბრიტანელმა დიეტოლოგებმა მკაცრად აკრძალეს
ბრიტანულმა დიეტურმა ასოციაციამ რამდნიმე კვლევა ჩაატარა და გამოაქვეყნა იმ დიეტების სია, რომლებზეც უარი უნდა ვთქვათ, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. სიაში კვების რამდენიმე ისეთი სისტემა მოხვდა, რომელსაც ხშირად მიმართავენ ვარსკვლავები.

მაგალითად, ვეგანური დიეტა, რომელიც რაციონში არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ცხიმებს. ამ დიეტის პროპაგანტისტებს შორის არიან გვინეტ პელტროუ და მეგან ფოქსი.

Rating

შავ სიაშია ასევე ვიქტორია ბექჰემისა და ჟიზელ ბიუნდჰენის ალკალური დიეტა, რომელიც ტუტოვანი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას მოიცავს. ასევე ე.წ. კეტოდიეტა, დაბალნახშილწყოლვანი, მაღალცხიმიანი და
ცილის ზომიერი შემცველი კვების სისტემა.

სწორედ ამ დიეტას მიმართავდა კიმ კარდაშიანი მშობიარობის შემდეგ დაგროვილი კილოგრამების მოსაცილებლად.

დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ დიეტებით მოკლე ხანში იკლებ წონას, მისი შენარჩუნება კი ძალიან რთულია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS