17 ოქტომბერი, 2018
რატომ არ შეიძლება იმუნიტეტის გაძლიერება ალერგიის დროს
ხშირად პაციენტებს აინტერესებთ, როგორ გააძლიერონ იმუნური სისტემა გაზაფხულზე, რომ ალერგიას ორგანიზმი მომზადებული შეხვდეს და ამ პრობლემამ ნაკლებად შეაწუხოს.

როგორც ალერგოლოგი დავით თელია ამბობს, ალერგია გახლავთ იმუნური სისტემის გადაჭარბებული მოქმედება, ამიტომ ალერგიის მკურნალობის დროს, მედიცინა იყენებს მეთოდებს, რომლის საშუალებითაც იმუნური სისტემა პირიქით ითრგუნება და არა ძლიერდება.

"ალერგიის დროს თუ იმუნური სისტემა გაძლიერდება, ალერგია კიდევ უფრო გაუარესდება. ყველაზე ხშირად იმუნური სისტემის მოქმედება უნდა დაითრგუნოს.

სამწუხაროდ, იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები საშიში პრეპარატებია და მათ უამრავი გვერდითი ეფექტები აქვთ,
თუ ისინი ხანრგძლივი დროის განმავლობაში და არასწორედ არის დანიშნული.

ერთ-ერთ ასეთ მედიკამენტს წარმოადგენს ჰორმონები-კორტიკოსტეროიდები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ - დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი და ა.შ.

ამ პრეპარატებს ახასიათებთ იმუნური სისტემის ფუნქციონირების შესუსტების უნარი. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს პრეპარატები კარგად მოქმედებენ ალერგიაზე. ამიტომ თუ ვართ ალერგიულები, იმუნური სისტემის გაძლიერებაზე არ უნდა ვიფიქროთ", - განუცხადა "ამბები.გე"-ს დავით თელიამ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS