როგორც ალერგოლოგი დავით თელია ამბობს, ალერგია გახლავთ იმუნური სისტემის გადაჭარბებული მოქმედება, ამიტომ ალერგიის მკურნალობის დროს, მედიცინა იყენებს მეთოდებს, რომლის საშუალებითაც იმუნური სისტემა პირიქით ითრგუნება და არა ძლიერდება.
"ალერგიის დროს თუ იმუნური სისტემა გაძლიერდება, ალერგია კიდევ უფრო გაუარესდება. ყველაზე ხშირად იმუნური სისტემის მოქმედება უნდა დაითრგუნოს.
სამწუხაროდ, იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები საშიში პრეპარატებია და მათ უამრავი გვერდითი ეფექტები აქვთ,
ერთ-ერთ ასეთ მედიკამენტს წარმოადგენს ჰორმონები-კორტიკოსტეროიდები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ - დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი და ა.შ.
ამ პრეპარატებს ახასიათებთ იმუნური სისტემის ფუნქციონირების შესუსტების უნარი. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს პრეპარატები კარგად მოქმედებენ ალერგიაზე. ამიტომ თუ ვართ ალერგიულები, იმუნური სისტემის გაძლიერებაზე არ უნდა ვიფიქროთ", - განუცხადა "ამბები.გე"-ს დავით თელიამ.