13 ოქტომბერი, 2018
რა სიმპტომები ახასიათებს თრომბოზს და რამდენად საშიშია ის ადამიანის სიცოცხლისთვის
13 ოქტომბერი თრომბოზის მსოფლიო დღეა. ეს დღე 2014 წლიდან აღინიშნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებისთვის თრომბოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი ამ სისხლძარღვოვანი დაზიანების შედეგად იღუპება. 70 წლის და უფროსი ასაკის პირებში მისი სიხშირის მაჩვენებელი 2-დან 7-მდე მერყეობს. ეს კლინიკური მდგომარეობის ახალი შემთხვევების სიხშირე სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით დაბალია ჩინელებსა და კორეელებში.

„ვენური თრომბოემბოლია ხშირად ჰოსპიტალიზაციის მიზეზია. ინვალიდობის შედეგად დაკარგული წლების მაჩვენებლის (DALYs) მიხედვით, ის წამყვანია დაბალი და საშუალო შემოსავლების
ქვეყნების მოსახლეობაში, ხოლო მაღალ-შემოსავლიან ქვეყნებში მეორე ადგილს იკავებს.

ყოველწლიურად თრომბოემბოლიით გამოწვეული დანაკარგი აღემატება აივ ინფექცია-შიდსით, ძუძუს კიბოთი და ავტოკატასტროფების შედეგად არსებულ ერთიან დანაკარგს.

თრომბოზის საფუძველი სისხლის შედედების შედეგად სისხლძარღვის სანათურში წარმოქმნილი კოლტია. ამის შემდგომ შესაძლოა შეფერხდეს ან სრულად დაიბლოკოს გარკვეული ორგანოს სისხლით მომარაგება. თუ წარმოქმნილი თრომბი გადაადგილდა სისხლის ნაკადთან ერთად, მას ემბოლია ეწოდება“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექიმების განმარტებით, თრომბოზის ორი დიდი ჯგუფი განიხილება: არტერიული და ვენური თრომბოემბოლია; ვენური თრომბოემბოლია ასოცირებულია ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზთან. შესაძლოა, ამ შემთხვევაში მოხდეს ფილტვის არტერიის ემბოლიზაცია (პულმონური ემბოლია).

ღრმა ვენების თრომბოზი + პულმონური ემბოლია - სიცოცხლისათვის სახიფათო კომბინაცია.

არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების რისკის შესაფასებელი სქემები, რომელთა შედეგადაც ექიმი პაციენტს ურჩევს პრევენციისა და მკურნალობის ტაქტიკას.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მარიამი
ვიპოვე პასუხი . მადლობა.
09:09 / 31-07-2019
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
შინაარსი სათაურს არ პასუხობს სად წერია სიმპტომები?
09:07 / 31-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ვერაფერი გავიგე, სადაა სიმპტომები?!
13:11 / 15-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS