როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი ამ სისხლძარღვოვანი დაზიანების შედეგად იღუპება. 70 წლის და უფროსი ასაკის პირებში მისი სიხშირის მაჩვენებელი 2-დან 7-მდე მერყეობს. ეს კლინიკური მდგომარეობის ახალი შემთხვევების სიხშირე სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით დაბალია ჩინელებსა და კორეელებში.
„ვენური თრომბოემბოლია ხშირად ჰოსპიტალიზაციის მიზეზია. ინვალიდობის შედეგად დაკარგული წლების მაჩვენებლის (DALYs) მიხედვით, ის წამყვანია დაბალი და საშუალო შემოსავლების
ყოველწლიურად თრომბოემბოლიით გამოწვეული დანაკარგი აღემატება აივ ინფექცია-შიდსით, ძუძუს კიბოთი და ავტოკატასტროფების შედეგად არსებულ ერთიან დანაკარგს.
თრომბოზის საფუძველი სისხლის შედედების შედეგად სისხლძარღვის სანათურში წარმოქმნილი კოლტია. ამის შემდგომ შესაძლოა შეფერხდეს ან სრულად დაიბლოკოს გარკვეული ორგანოს სისხლით მომარაგება. თუ წარმოქმნილი თრომბი გადაადგილდა სისხლის ნაკადთან ერთად, მას ემბოლია ეწოდება“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექიმების განმარტებით, თრომბოზის ორი დიდი ჯგუფი განიხილება: არტერიული და ვენური თრომბოემბოლია; ვენური თრომბოემბოლია ასოცირებულია ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზთან. შესაძლოა, ამ შემთხვევაში მოხდეს ფილტვის არტერიის ემბოლიზაცია (პულმონური ემბოლია).
ღრმა ვენების თრომბოზი + პულმონური ემბოლია - სიცოცხლისათვის სახიფათო კომბინაცია.
არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების რისკის შესაფასებელი სქემები, რომელთა შედეგადაც ექიმი პაციენტს ურჩევს პრევენციისა და მკურნალობის ტაქტიკას.