- ბატონო ზაზა, შესაძლოა თუ არა ფეხების შესიება, გულის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა, გულის შეკუმშვის შეგრძნება და მსგავსი სიმპტომები საერთოდ არ მიუთითებდეს
- რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები საერთოდ არ იყოს გულთან კავშირში. ფეხების შესიება შესაძლოა, ვენური უკმარისობის მიზეზით მოხდეს. გულის ცემის აჩქარება და გულის ცემის შეგრძნება შესაძლოა, ელექტროლიტური დისბალანსით იყოს გამოწვეული, მით უმეტეს ახლა გავრცელებული დიეტების ფონზე. სუნთქვის უკმარისობა, თავისუფლად შეიძლება იყოს დაკავშირებული თამბაქოს მოხმარებასთან, ფილტვის დაავადებებთან ან საყლაპავის თიაქართან. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ყველა ეს სიმპტომი სწორედ გულთან იყოს დაკავშირებული. ნებისმიერი ჩივილის დროს აუცილებელია ჩატარდეს დიფერენცირებული დიაგნოსტიკა. ვთქვათ, თუ პაციენტი მივიდა ექიმთან, გაესინჯა კარდიოლოგს და აღმოჩნდა, რომ ეს გული არ არის, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საფუძველი, რადგან ყოველთვის უნდა მოინახოს მიზეზი.
- მართალია თუ არა, რომ ტკივილი მარცხენა ხელის არეში და ძლიერი ტკივილი კუჭის არეში, შესაძლოა, გულის შეტევაზე მიანიშნებდეს?
- თუ პაციენტი არის რისკის ჯგუფში, მაგალითად შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებებით, შეიძლება ეს ყველაფერი გულთან იყოს კავშირში. სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება.
რაც შეეხება, ხელის და მუცლის ტკივილს, რა თქმა უნდა ასეთ დროს ერთ-ერთი რასაც ფიქრობ ადამიანი, არის გული. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, როდესაც მიდის უკანა კედლის იშემია, იქ შეიძლება იყოს კუჭის არეში ტკივილი გამოხატული, მაგრამ ხანდახან არც ეს არის გული, იმიტომ რომ, მაგალითად ხელის ტკივილი ახასიათებს ძალიან ხშირად ოსტეოქონდროზს კისრის არეში. მუცლის არეში ტკივილი შესაძლოა, გასტრიტის ან საყლაპავის თიაქარის მიზეზით იყოს გამოწვეული. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანს როგორც კი ეტყვიან, რომ ეს გული არ არის, არ უნდა დამშვიდდეს და გააგრძელოს სიმპტომების მიზეზის ძიება.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ექიმთან სიარული, იგივე პროფილაქტიკური მედიცინა, რომელიც ძალიან ბევრ გართულებას აგვაშორებს თავიდან.
- ნერვული სისტემის პათოლოგიები და პრობლემები, მაგალითად თავბრუსხვევა, სისუსტე, წნევის ცვალებადობა, ძლიერი შიშები – ხშირად, როდესაც მსგავსი სიმპტომები გვაწუხებს, გარშემომყოფები ამ ყველაფერს ნერვულ აშლილობას უკავშირებენ, რეალურად კი მსგავსი სიმპტომები შესაძლოა, გულთან იყოს კავშირში. როგორ შეიძლება გავარჩიოთ ეს პრობლემები ერთმანეთისგან ?
- როდესაც მდგომარეობა არის ძალიან რთული, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ. თავბრუსხვევები და თავის ტკივილი შესაძლოა რიტმის დარღვევასთან ან მაღალ არტერიულ წნევასთან იყოს დაკავშირებული. დიაგნოზს სვამს პროფესიონალი და არა მეზობელი, რომლის აზრითაც თქვენ ნევროზი გჭირთ, ამიტომ არის აუცილებელი მიმართოთ ექიმს.
თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, შესაძლოა, განპირობებული იყოს აორტის სარქვლის სტენოზით ან რითმის დარღვევით. ამიტომაც აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება. მე მყოლია პაციენტი, როდესაც თავბრუსხვევა გამოწვეული ყოფილა ნევროლოგიური დარღვევებით, მაგრამ თანდართული იყო გულის პათოლოგიაც, ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს.
რაც შეეხება განსხვავებას, ეს გულია თუ არ არის გული, იმ პერიოდში, როგორც კი აღმოცენდება სიმპტომები, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს. თუ არ არის კრიტიკული სიტუაცია, მაშინ ჯობია, დავგეგმოთ ექიმთან ვიზიტი. გამოკვლევა იწყება მარტივად ელექტრო–კარდიოგრაფიული კვლევით და შეიძლება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია გახდეს საჭირო, ასევე კარდიოსკოპიული ეხოსკოპია და ა.შ.
- რა როლს თამაშობს გულის დაავადებებში გენეტიკური ფაქტორი და ცხოვრების წესი?
- რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყეტია. ყველაზე ხშირი დაავადება არის კორონარული პათოლოგია, იგივე ინფარქტი, სტენოკარდია, როდესაც პაციენტს ვამზადებთ ჩარევისთვის და სტენდირებისთვის. არსებობს სტატისტიკა, რას უკავია პირველი ადგილი ამ დაავადებების გამომწვევ რისკებში, რომლის მიხედვითაც გენეტიკური ფაქტორი მხოლოდ მეოთხე ან მეხუთეა. დანარჩენი არის ცხოვრების წესი, როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა, იღებს ქოლესტერინით მდიდარ საკვებს, არ მიდის ექიმთან, არ არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას, არ იღებს მედიკამენტებს. ზოგადად ქართული სენია, რომ თუ წამალი დალიე, ესე იგი მთელი ცხოვრების მანძილზე უძლური იქნები.
გენეტიკური წინასწარ განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იმიტომ, რომ გენეტიკური ფაქტორი არის ჩვენი ორგანიზმის ჯაჭვი, ცხოვრების წესით კი ამ ჯაჭვს ვქაჩავთ. რაც უფრო ცუდი ცხოვრების წესი გვაქვს, მით უფრო მეტად ვქაჩავთ და წყდება იქ, სადაც სუსტი რგოლია. თუ ისე ვიცხოვრებთ, რომ ხისტად და უხეშად არ დავქაჩავთ მას, შესაძლოა, გენეტიკური ფაქტორი არც გამომჟღავნდეს და არანაირი დაზიანება არ დაფიქსირდეს.
ძალიან ხშირად გვყოლია პაციენტი, როდესაც მშობლებს არაფერი არ სჭირთ, მაგრამ შვილს ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ ცუდი ფორმის ინფარქტი და კორონარული პათოლოგია დაუფიქსირდა, საჭირო გახდა ოპერაცია. აღმოჩნდა, რომ შვილი სვამს, სიგარეტს ეწევა, არ მისდევს ცხოვრების ნორმალურ წესს. მამა კი სვამს ზომიერად, არ ეწევა, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, იღებს მედიკამენტებს. შესაბამისად, მას არ გამოუმჟღავნდა, შვილს კი გამოუმჟღავნდა.
- ყოფით ცხოვრებაში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და მოულოდნელად აღმოაჩნდებათ სერიოზული პრობლემა, მათ შორის გულზე, მეორე მხრივ კი, ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს ეწვიან, მაგრამ ფანტასტიკურად ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად. ხომ არ არის თამბაქოს მავნებლობის შესახებ აგიტაცია ზედმეტად უტრირებული ექიმების მხრიდან?
- სტატისტიკურად ითვლება, რომ მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ, 5-6 წელი ადამიანი მაინც ითვლება მწეველად. ფილტვებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას ყველაზე მეტად „ურტყამს” თამბაქოს მოხმარება. გვყოლია პაციენტები, ვისაც ცხოვრებაში არ მოუწევია, არსებობენ ადამიანები, ვინც ეწევა და არაფერი არ სჭირთ, მაგრამ ეს გენეტიკური ფაქტორით არის განპირობებული. პირდაპირ გეტყვით, რომ მოწევა ძალიან ცუდად მოქმედებს სისხლძარღვებზე.
- რომელია დღეს ყველაზე გავრცელებული გულის პათოლოგიები, ვინ შედის რისკ ჯგუფში და რა გამოსავალი არსებობს ამ დროს? განაგრძეთ კითხვა: