როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს და როგორ მოვახდინოთ პრევენცია, ამის შესახებ "რეიტინგს" ცნობილი ქართველი ექიმი და მასაჟისტი ნინო ფურცელაძე ესაუბრა.
- ორიათასიანი წლების დასაწყისში საფრანგეთში კონფერენციას დავესწარი, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ 21-ე საუკუნის მთავარი დაავადება იქნება ცელულიტი.
- რა იწვევს ცელულიტს და როგორ უნდა ავირიდოთ ის?
- ჰაერი, არასწორი კვება - ეს არის ცელულიტის გამომწვევი პირველი
ცელულიტი პირდაპირ მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. როდესაც ნივთიერებათა ცვლა ორგანიზმში დარღვეულია, ის უკვე იწვევს სხვა დაავადებებს. არც მძიმე წონიანი ადამიანების დაავადებაა ცელულიტი, ის შესაძლოა გამხდარსაც გაუჩნდეს, მითუმეტეს დღეს, ცელულიტის ასაკი ძალიან გაახალგაზრდავდა და 14 წლის ბავშვებსაც აქვთ.
- რა შველის ცელულიტს?
- მხოლოდ ვარჯიშით ცელულიტს ვერ დაამარცხებ. აუცილებელია მასაჟი, ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, ხდება ცხიმის უჯრედების ტეხვა, ეს ცხიმის ის უჯრედებია, რომელიც უამრავი დაავადების წარმოქმნას განაპირობებს, ამიტომ ყველამ უნდა იზრუნოს, საკუთარი სხეულიდან დროულად აალაგოს ცელულიტი.
ცელულიტი მწარედ არის დაკავშირებული იმუნიტეტთან, თუ შენი იმუნიტეტი არის დარღვეული მაშინვე ცელულიტი იწვევს გამოვლინებას. შეიძლება ეს მოხდეს 14 ან 50 წლის ასაკში. როდესაც გლუვ კანს ვერ დაინახავთ სხეულზე, მაშინვე უნდა მიმართოთ სპეციალისტს და ჯანსაღად იკვებოთ.
- მასაჟის რამდენი პროცედურაა საჭირო?
- ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. გააჩნია სისხლის ჯგუფსაც, დადებითია თუ უარყოფითი. დადებითი სისხლის მქონე ადამიანს, მაგალითად, თუ სჭირდება 10 დღე 1 კილოგრამის დასაკლებად, უარყოფითი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანს 30 დღე ესაჭიროება ამისთვის. ასევე ყველა ადამიანს სჭირდება იდივიდუალური მიდგომა
- პროფილაკტიკის მიზნით, უნდა ვიტარებდეთ თუ არა მასაჟს და რა ასაკიდან უნდა დავიწოთ ეს პროცედურა?
- თუ არ აქვს მოზარდს ცელულიტი, მან 20 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს ამ პრობლემის პრევენციაზე ზრუნვა და წელიწადში ორჯერ ჩაიტაროს სამკურნალოს კურსი. ასევე, განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და აქტიური ცხოვრების წესით იცხოვროს და სწორად იკვებოს.
ანი ბერუაშვილი