პირველი ადგილი - სხვა მამაკაცზე. გამოკითხულთა 35% სექსის დროს, ჩამქრალ შუქზე და თვალებდახუჭული, სულ სხვა ვინმეს წარმოიდგენს - მსახიობს, მომღერალს, ვინმე უცნობს, რომელიც ქუჩაში დაინახა, არშემდგარ სიყვარულს და ა.შ.
თუმცა კაცებმა ამაზე არ
მეორე ადგილი - იდეალზე. ქალების ეს ნაწილი აბსტრაქტულად წარმოიდგენს იდეალურ მამაკაცს, პრინცს თეთრ ცხენზე.
მესამე ადგილი - გამოგონილ პერსონაჟზე (წიგნის გმირზე, ფილმის გმირზე. შეიძლება, ის ადამიანიც კი არ იყოს - ეს ქალის სექსუალურ ფანტაზიებზეა დამოკიდებული).
მეოთხე ადგილი - ეროტიკულ ქმედებებს. სექსის დროს ზოგიერთი ქალი ეროტიკულ თამაშებს წარმოიდგენს, რომლებშიც პარტნიორის სახე არ ჩანს. სექსოლოგების თქმით, ასეთი ქალები ყველაზე სექსუალურები არიან.
მეხუთე ადგილი - ყოფით საქმეებსა და სრულიად არასექსუალურ ამბებზე. ასეთი შემთხვევა სექსის დროს ყველა გამოკითხულ ქალს ჰქონია. ანუ ყველაზე მეტი ქალი, უმრავლეს შემთხვევაში, სექსის დროს არც სექსზე ფიქრობს და არც პარტნიორ მამაკაცზე.
მაგალითად, ფიქრობენ იმაზე, უთო ხომ არ დარჩათ ჩართული, რომ დილით ადრე უნდა ადგნენ და ა.შ. თუ ამგვარი ფიქრები მეტისმეტად ხშირია სექსის დროს და არა იშვიათი, მაშინ ქალს ურჩევენ, პარტნიორი შეიცვალოს.
ჟურნალი ''რეიტინგი''