05 სექტემბერი, 2018
როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს - "უნდა გავარკვიოთ მიზეზი, რომ არ გამოგვეპაროს ძირითადი დაავადება"
ცე­ლუ­ლი­ტი ბევ­რს აწუ­ხებს და სხვა­დას­ხვა მე­თო­დით ებ­რძვი­ან, თუმ­ცა, ხში­რად ის და­უძ­ლე­ველ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ცე­ლუ­ლი­ტი სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნი არ არის, ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბის სი­ტყვაა, სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე მას ლი­პო­დის­ტრო­ფია ჰქვია.

ის ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დის­ტრო­ფი­უ­ლი ცვლი­ლე­ბა გახ­ლავთ და ორ­გა­ნიზ­მში სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბით ვი­თარ­დე­ბა, ხში­რად ჭარბ წო­ნას და სიმ­სუქ­ნეს სუ­ლაც არ უკავ­შირ­დე­ბა. ამას ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვაც ადას­ტუ­რებს და გვე­უბ­ნე­ბა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნი გამ­ხდა­რი იყოს, თუმ­ცა, ლი­პო­დის­ტრო­ფი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, ე.წ. ცე­ლუ­ლი­ტი მა­ინც ჰქონ­დეს.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქა­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით, 85%-ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გვხვდე­ბა. ეს და­ა­ვა­დე­ბა არ
არის, უფრო მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დროს, დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოა გა­მოწ­ვე­უ­ლი. უჩა­ვას თქმით, პირ­ვე­ლი მსგავ­სი დის­ტრო­ფი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი 20-25 წლის ასაკ­ში ხდე­ბა, თუმ­ცა, 30 წლის ზე­მოთ უფრო გა­მო­ხა­ტუ­ლია ხოლ­მე.

ცე­ლუ­ლი­ტი ძი­რი­თა­დად სხე­უ­ლის სამ ად­გილ­ზე ვლინ­დე­ბა - ბარ­ძა­ყის, მუც­ლისა და მკლა­ვე­ბის მი­და­მო­ებ­ში. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი დას­ძენს, რომ გამ­ხდარ ადა­მი­ა­ნებ­ში აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბებს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გია იწ­ვევს. რო­დე­საც სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა ადეკ­ვა­ტუ­რი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, ორ­გა­ნიზ­მში ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა გა­მარ­თუ­ლად ვერ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის გა­მოც ეს ცხი­მო­ვა­ნი ბურ­თუ­ლა­კე­ბი ვი­თარ­დე­ბა. ეს ე.წ. ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სია, რა დრო­საც ალაგ-ალაგ, შე­მა­ერ­თე­ბელ ქსო­ვი­ლებს შო­რის, ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ჩა­ლა­გე­ბა ხდე­ბა. ამ დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია საქ­მე გვქონ­დეს სხვა­დასხ­ვა ჰორ­მო­ნა­ლურ დარ­ღვე­ვას­თან, ან უბ­რა­ლოდ, ჰორ­მო­ნე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან, ხში­რად ამას კონ­ტრა­ცეპტ­რი­ვე­ბის მი­ღე­ბაც იწ­ვევს, ან კვე­ბის დარ­ღვე­ვა.

ამ პე­რი­ოდ­ში ორ­გა­ნიზ­მში ინ­სუ­ლი­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბაც ხდე­ბა, რის გა­მოც ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით წარ­მო­იქ­მნე­ბა. შე­საძ­ლოა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­შირ­წყლე­ბის მი­ღე­ბა­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე­ვე უკავ­შირ­დე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, ვი­ნა­ი­დან სხვა­დას­ხვა ტი­პის საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი, ემულ­გა­ტო­რი ცხი­მო­ვან ქსო­ვილ­ში ან­თე­ბით პრო­ცესს ავი­თა­რებს, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა ე.წ. ცე­ლუ­ლი­ტი წარ­მოქ­მნას.

- არის თუ არა სა­ში­ში ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ცე­ლუ­ლი­ტი?

- რო­გორც ვთქვით, ის არ არის და­ავ­ადე­ბა, უბ­რა­ლოდ, მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც ადა­მი­ა­ნის ეს­თე­ტი­კურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა, ასე­ვე უნდა ვთქვათ, რომ ცე­ლუ­ლი­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს რო­გორც გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბით, ასე­ვე სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვით. ხოლო, მისი არ­სე­ბო­ბა კან­ზე იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ორ­გა­ნიზ­მში შე­საძ­ლოა, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, რის­თვი­საც სა­ჭი­როა გა­მოკ­ვლე­ვა. თა­ვად ცე­ლუ­ლი­ტი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბას არ გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ ცე­ლუ­ლი­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი კი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს.

- ე.ი. ცე­ლუ­ლი­ტი ორ­გა­ნიზ­მის­თვის მე­ო­რა­დი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

- დიახ, ერთ-ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, სიმპტო­მა­ტი­კა იმის, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ორ­გა­ნიზ­მში. რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბას კან­ზე შე­ვამ­ჩნევთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვარ­კვი­ოთ რამ გა­მო­იწ­ვია, იმის­თვის, რომ არ გა­მოგ­ვე­პა­როს რა­ი­მე ძი­რი­თა­დი და დიდი და­ა­ვა­დე­ბა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS