მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი, დავით გაგუას კლინიკის რეპროდუქტოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქანთარია საკეისროს შესახებ მოგვითხრობს.
- საკეისრო არის აუცილებელი გარდაუვალობა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში კეთდება, როცა ორსულობის დასრულების სხვა გზა არ არსებობს.
1. როგორც ყველა ოპერაციული ჩარევის დროს,
2. ძალიან ხშირია დაინფიცირება, რომელიც ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება. თუ ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ჭრილობა არ არის ღია, მეანის შეხება არ ხდება საშვილოსნოს ღრუსთან, საკეისროს დროს მეანის ხელიც და ინსტრუმენტიც ეხება მას და ამასთანავე გახსნილი ღრუ შემხებლობაშია ჰაერთან.
3. რაც შეეხება გაუტკივარებას - გათანამედროვებულია, მაგრამ უკვალოდ არ მიდის. ის ბავშვზე ახდენს გავლენას. ასეთი გზით დაბადებული ბავშვები უფრო ემოციურები არიან.
4. საკეისრო კვეთის დროს ირღვევა მუცლის ღრუს მთლიანობა. რეგენერაციის - აღდგენის პერიოდში აქ უნდა განვითარდეს ნაწიბური, თუ ნაწიბური არ განვითარდა, მომავალი ორსულობის დროს, შესაძლოა, გაიხეს საშვილოსნო ან არ მიიტანოს ბოლომდე ორსულობა. ფიზიკური მშობიარობის დროს პატარა უკვე ეგუება იმ გარემოს, სადაც იბადება და საკეისრო კვეთის დროს ეს მომენტი გამორიცხულია.