23 აგვისტო, 2018
ზურგზე გამონაყარისგან განთავისუფლება იმაზე მარტივია, ვიდრე გეგონათ
„ზურგზე გამონაყარის პირველი და უხილავი მიზეზი თავის არასწორად დაბანაა. გოგონების უმრავლესობა თმას უკან გადაწეული თავით იბანს. ამის შედეგად შამპუნი, ბალზამი და თმის ნიღაბი ხვდება ზურგზე, ბლოკავს ფორებს და იწვევს გამონაყარს. გირჩევთ, თმა ყოველთვის წინ გადაყრილი დაიბანოთ - ასე უკეთესად ჩამოიბანთ დაბინძურებულ ნაწილს და კანის დაზიანების რისკიც აღარ იქნება - ამტკიცებს ექიმი
ენგელმანი.

მეორე მიზეზი - კანის კომედოგენური საშუალებების გამოყენება. ბევრი ტანის გელზე ეკონომიას აკეთებს და უბრალოდ იმ არომატს იძენენ, რომელიც მოეწონებათ. უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ სალიცილის
მჟავის შემცველობას, მისი ანტიბაქტერიული თვისება შეამცირებს გამონაყარისა და სიწითლის რისკს.

მესამე - ზურგზე პრობლემურ კანს პილინგი სჭირდება. და კვლავ, გირჩევთ გამოიყენოთ სახის კანის საშუალება: წაისვით ის კვირაში 2-3-ჯერ წერტილოვნად, კვირაში 2-ჯერ კი ზურგის მთელ ზედაპირზე.

მეოთხე - ზურგზე გამონაყარის კიდევ ერთი მიზეზია სტაილინგი. პრინციპი იგივეა, რაც თმის საბან საშუალებაზე: თუ თმაზე ისხურებთ სპრეის და ამ დროს არ ხართ ჩაცმული, მისი ნაწილაკები ხვდება თქვენს კანზე. ამ დროს ან დაიფარეთ პირსახოცი ან ჩაიცვით მაისური.

ვარჯიშის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ შხაპის მიღება მაშინვე. ჩამოიბანეთ ოფლი ვარჯიშის დასრულებისთანავე. თანაც არა უბრალოდ წყლით, არამედ ანტიბაქტერიული გელით ან საპნით.

შეიძინეთ ანტიბაქტერიული სპრეი - ხელმისაწვდომია ნებისმიერ აფთიაქში. შხაპის მიღების შემდეგ, ყოველ ჯერზე იპკურეთ ის პრობლემურ ადგილებზე და დაელოდეთ კანის გამოშრობას. თუ ძალიან მშრალი კანი არ გაქვთ, დროებით უარი თქვით ცხიმიან მკვებავ კრემებზე, ჩაანაცვლეთ ისინი მსუბუქი დამატენიანებლით.

და ბოლოს: თუ ერთი თვის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რჩევა გაითვალისწინეთ, მაგრამ სიტუაცია ოდნავადაც არ შეცვლილა, მიმართეთ ექიმს. ზურგზე აკნე შესაძლოა სერიოზული დაავადებების მიზეზი იყოს“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS