წარმატებული ქართველი დიზაინერი თამუნა წიკლაური კარგ მოდელებს მხოლოდ საკუთარი ბრენდისთვის Simplify-თვის არ ქმნის. ის თავადაც მუდმივად შესაშურ ფორმაშია.
თამუნას ინსტაგრამზე ჰყავს უამრავი მიმდევარი, რომლებიც ცდილობენ, მას მიბაძონ და მისი რჩევებიც გაითვალისწინონ.
გთავაზობთ თამუნა წიკლაურის 3 რჩევას, რომლებიც ყველა მანდილოსანმა უნდა გაითვალისწინოს და არასდროს უნდა დაავიწყდეს.
1-ლი რჩევა: ჩაიცვით ისეთი სამოსი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.
მე-2 რჩევა: ნუ ჩაიცვამთ ტრენდულ სამოსს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ის ნამდვილად გიხდებათ.
მე-3 რჩევა: წვეულებაზე ზედმეტად ელეგანტური ნუ იქნებით.