14 აგვისტო, 2018
დიეტოლოგების მიერ რეკომენდირებული კიბოს საწინააღმდეგო 25 პროდუქტი
გსმენიათ გამოთქმა, მითხარი რას ჭამ და გეტყვი ვინ ხარ შენო? www.reitingi.ambebi.ge დაგარწმუნებთ, რომ ჯანსაღი და დაბალანსებული კვების რაციონი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ცხოვრებაში. ასევე, მნიშვნელოვანია, მიიღო პროდუქტი, რომელიც სიმსივნის წარმოქმნას უშლის ხელს.

კიბოს გამომწვევი უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს, თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ სწორად შერჩეულ საკვებს სიმსივნის წარმოქმნის რისკის შემცირება შეუძლია.

ბროკოლი - პატარა საყვარელი მწვანე ხეები, განსაკუთრებით გემრიელია ნედლი. ბროკოლი შეიცავს სულლფაფანესა და იზოტოიოიანეტებს, ისინი არიან სხეულში, როგორც ფიტოქიმიკატები, რომლებიც განუწყვეტლივ იბრძვიან კიბოს
დასამარცხებლად. ბროკოლი ასეევ C და K ვიტამინების ბრწყინვალე კომბინაციაა.

პომიდორით შეგიძლიათ მოამზადოთ სალათი, წვნიანი, საწებელი და მრავალი სხვა კერძი. ნუ შეჭამთ ფოთლებსა და ღერებს. პომიდორიც შეიცავს ვიტამინ C8 -ს. პომიდორით ყოველდღიური კვების რაციონის გამდიდრება ბრწყინვალე გზაა სიმსივნის პრევენციისთვის.

Rating

ყოველდღე გამოიყენეთ ნიორი, მოხარშული, კუბიკებად დაჭრილი, ან თუნდაც შემწვარი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნიორში არსებული გოგირდოვანი ნივთიერებები შეიძლება დაეხმაროს სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნების განვითარების რისკის შემცირებას.

სიმინდი გამოიყენეთ რეცეპტებში როგორც ინგრედიენტი, მოამზადეთ სალათები, შეგიძლიათ შეწვათ კიდეც კარაქში და მიირთვათ პოპ კორნის სახით. სიმინდი შეიცავს ბეტა-კრიპტოქსანტინს და ფეროულ მჟავას, რის შედეგადაც შესაძლებელია კიბოს ზრდის დათრგუნვა.


Rating
ჭარხალი მიირთვით მოხარშული, შემწვარი, წვნიანებსა და სალათებში. პიგმენტი ბოლქვებში, რომელიც ჭარხალს წითელ შეფერილობას აძლევს, ბოსტნეულს სძენს სიმსივნის პრევენციისთვის საჭირო თვისებებს.


ჯინჯერი - ეს მოყვითალო სტაფილოსფერი პროდუქტი შეიცავს ანთებისა და კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებს. ჯანჯაფილის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფხვნილის, ისე თხევადი სახით.

სტაფილოში არსებული ანტი სიმსივნური ნივთიერებაც იმ პიგმენტშია, რომელიც ფერს აძლევს ბოსტნეულს. სტაფილო კიდევ ერთი სასარგებლო პროდუქტია, რომლის მიღებაც სხვადასხვა გზით შეიძლება (წვნიანებით, სალათებით, წვენით და სხვ.).

Rating

მწვანე ჩაი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ხელს უწყობს კიბოს უჯრედების ზრდას. ის ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას, აღმოფხვრის ტოქსინებს და აჯანსაღებს ორგანიზმს. გახსოვდეთ, მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინს და არ არის რეკომენდირებული მისი დიდი რაოდენობით მიღება.

კარგი სიახლე ზაფხულისა და მარწყვის მოყვარულთათვის, მარწყვი შეიცავს ფიტოქიმიკატებს, რომლებიც ორგანიზმში სიმსივნის წარმოქმნასა და ზრდას უშლის ხელს. ეს წითელი ხილი ასევე მდიდარია C ვიტამინით.

დაფნა ყოველ მხრივ სასარგებლო საკვებია, დაამატეთ ის წვნიანებში და არ დაგავიწყდეთ ნიორი. საუკეთესო შედეგს მიიღებ, თუ ამ ჯადოსნურ ფოთლებს სალათებშიც დაამატებ.

Rating

ქიშმიში მიირთვით ცომეულთან და თხილთან ერთად, ის არამარტო სიმსივნის წარმოქმნას უშლის ხელს, ასევე თქვენს ორგანიზმს გაამდიდრებს რკინით.

ორივე შავი ჟოლო და წითელი ჟოლო შეიცავს პროანონოციდიდს, რაც კიბოს ინჰიბიტორია. ჟოლო ასევე ვიტამინი C და მანგანუმის მდიდარი წყაროა.

სელის თესლი მდიდარია B ვიტამინითა და შეიცავს უმაღლესი დონის ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს, რომლებიც კიბოს წარმოქმნას უშლის ხელს. ამ პატარა თესლის ერთი სუფრის კოვზის დამატებაც საკმარისია კერძში.
შავი ლობიო და ოსპი მდიდარია ცილებით, პროტეინებითა და ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უშლის კიბოს წარმოქმნას.

კაკალი შეიცავს ალფა-ლინოლინის მჟავას, ომეგა -3 ცხიმს და ბევრ ანტიოქსიდანტურ პოლიფენოლისა და ფიტოქიმიის მაღალი რაოდენობით კიბოს თავიდან ასაცილებლად საჭირო ნივთიერებებს. ის ასევე მდიდარია მანგანუმითა და სპილენძით.

დიახ, კარგი ამბებია ყავის მოყვარულთათვის! კარგი ხარისხის ყავის მარცვალი კონცენტრირებულია ფიტოქიმიკატებით. ყავა ასევე შეიცავს რიბოფლავინს, ერთ B ვიტამინს.

კიბოს პრევენციისთვის საუკეთესო გზაა ვაშლი, მიირთვით კანიანად ყოველდღე. ის მდიდარია C ვიტამინით.

გოგრა შეიცავს A და C ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, ანთებისა და კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებს.

Rating

მოცვში არსებული ფიტოქიმიკატები ანთოციანინებადაა წოდებული. ეს კენკრა ყველაზე მდიდარია ანტიოქსიდანტური თვისებებით. ის ასევე შეიცავს მაგნიუმს, C და K ვიტამინებს.

სოკოების გარკვეულ ჯიდებს აქვთ ანტი-სიმსივნური და ანტი-ვირუსული თვისებები. ესენია: აზიური რეში, მაიტაკი, აგარიკუს ბლაზისი მურილი და თურქეთის კუდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებვრივ, სუპერმარკეტებში არ იყიდება სოკოს ეს სახეობები, ნუ დაღონდებით. ჩვეულებვრივი ტიპის სოკოები მდიდარია სელენინითა და D ვიტამინით.

სხვადასხვა სახეობის ხახვებს სხვადასხვა დონის ანტიოქსიდანტები აქვს. ხახვში არსებული ორგანოსფილური ნაერთები, კვარციტინი და ანტოციანინი, ამცირებს სიმსივნის წარმოქმნის რისკს.

Rating

სალათის ფოთლები ბროკოლის ოჯახის წევრია. ის მდიდარია K, A და C ვიტამინებით. სალათის ფოთლები ორგანიზმში სიმსივნის წარმოქმნის რისკებს ამცირებს.

ლიმონი და სხვა ციტრუსოვანი ხილი შეიცავს ფიტოქიმიკატებს, C ვიტამინს დ-ლიმონინსა და თერპენებს, რომლებიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას.

ტკბილ კარტოფილს მაღალი კაროტინოვანი და ფენოლის შემცველობა აქვს, რაც ხელს უწყობს კიბოს პრევენციას. მას ასევე აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ასევე რამდენიმე მწვანილის სახეობა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლის კიბოს წარმოქმნასა და ზრდას, ესენია: პიტნა, რეჰანი, როზმარი. ისინი იდეალურად იზრდება პატარა ქოთნებში.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS