16 ივლისი, 2018
ყველაზე პოპულარული მწვრთნელის, გიორგი ვასაძის დიეტა და ფიტნეს-რჩევები, რომელიც თქვენს სხეულს სასწაულებრივად გარდაქმნის
ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა სულ უფრო პოპულარული ხდება, საზოგადოება უკვე შეთანხმდა იმაზე, რომ სწორედ ჯანსაღი ცხოვრება განაპირობებს ჩვენს ჯანმრთელობასა და მოხდენილობას.

www.reitingi.ambebi.ge პერსონალურ ფიტნეს ინსტრუქტორს, გიორგი ვასაძეს ესაუბრა. გიორგი ვასაძე წარსულში ფეხბურთელი იყო, ფიტნეს-ინსტრუქტორი სულ რაღაც ოთხი წლის წინ გახდა და რეკორდულად მცირე დროში, რთული კონკურენციის პირობებშიც კი - მოახერხა და ახლა საუკეთესო მწვრთნელია.

- რამდენი ხანია, რაც ადამიანების გარეგნობაზე ზრუნავ?

- პერსონალური მწვრთნელი გახლავართ. ოთხი წელია, ამ სფეროში ვარ. პირველ რიგში, ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე,
ახლა კი ვეხმარები ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ლამაზად გამოიყურებოდნენ. ვცდილობ, ვიყო სამაგალითო.

Rating

- ბოლო წლებში ეს სფერო პოპულარული გახდა, კონკურენციამაც იმატა. რატომ ხარ შენ შენს კონკურენტებზე მაგარი?
- მე ვერ შევაფასებ საკუთარ თავს, ხალხმა უნდა შემაფასოს. საზოგადოება აფასებს პროფესიონალიზმს და ალბათ ამიტომაც მოდიან ჩემთან.   ვფიქრობ, ჩემი პლუსი არის ის, რომ ვაქტიურობ სოციალურ ქსელში, ხშირად მაქვს ჩართვები ფეისბუქზე და ყველანაირი გზით ვახდენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ჩემთან მოსული ყველა ადამიანი იღებს მისთვის სასურველ შედეგს, რასაც ყოველთვის ვაქვეყნებ და ეს სტიმულია სხვა ადამიანისთვის. ყველანაირ მეთოდს ვცდი პრაქტიკულად და საბოლოოდ, შევქმენი საკუთარი ინდივიდუალური პროგრამა.

- უმეტესად, რა პრობლემის მოსაგვარებლად მოგმართავენ, ჭარბი წონა?
- არა, არის შემთხვევები, როცა მოსამატებლადაც კი მოდიან, ზოგს საჯდომის გადიდება უნდა, ზოგს ხელების დაწვრილება და ა.შ. მოკლედ, მხოლოდ დასაკლებად არ დადიან. მამაკაცებიც ბევრნი არიან, ძირითადად პრესი სურთ ხოლმე.
4 წლის წინ, ბევრს არ სჯეროდა, პერსონალური ფიტნეს ინსტრუქტორის მოთხოვნა თუ გაჩნდებოდა. ძალიან გამხდარი ვიყავი, ფეხბურთს ვთამაშობდი, ფეხბურთელები, მოგეხსენებათ, ძალიან გამხდრები არიან... მოვახერხე 75 კილოგრამიდან წონა 102 კგ.-მდე მომემატებინა.


Rating

- ყველაზე უცნაური მოთხოვნა რა გახსენდება?

- მალე რომ უნდათ შედეგი, ეს არის ყველაზე უცნაური, პროფესიონალის თვალით რომ შეხედო, წარმოუდგენელია ერთ თვეში დადო შედეგი. ბიოლოგიურად და ფსიქოლოგიურადაც სხეულს სჭირდება ადაპტაცია, გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ იწყება სურვილის მიხედვით, დაკლება თუ მომატება.

თავიდან, აუცილებელია 3 თვის განმავლობაში, პროფესიონალურად მუშაობა და 3 თვეში იქნება ძალიან კარგი შედეგი. ამას კმაყოფილება მოჰყვება, კმაყოფილებას კი მოტივაცია.

მოგეხსენებათ, სასურველი ფორმების მისაღებად ვარჯიშთან ერთად აუცილებელია სწორი კვება. გიორგი ვასაძემ საკუთარი დიეტა გაგვიმხილა, რომელიც ძალიან მარტივად დაგეხმარებათ წონის კლებაში. 

Rating

გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის პარალელურად საჭიროა დღეში 45 ფიზიკური აქტივობა, კერძოდ ფეხით სიარული. 

გიორგი ვასაძის დიეტა

9:00 საათი - 2 ან 3 მოხარშული კვერცხის ცილა, 70 გრამი შვრიის ფაფა

12:00: ერთი ცალი გრეიფრუტი და ერთი ცალი ვაშლი ან ფორთოხალი.

15:00: 100-150 გრამი ორაგულის ფილე, სამი ცალი ბროკოლი (სურვილის შემთხვევაში, მოასხით ლიმონის წვენი)

18:00: 100-150 გრამი ორაგულის ფილე, სამი ცალი ბროკოლი (სურვილის შემთხვევაში, მოასხით ლიმონის წვენი)

21:00: 150-200 გრამი 0%-იანი ხაჭო - დაძინებამდე 2 საათით ადრე.

აუცილებელია 2 ლიტრი ან მეტი წყლის მიღება დღის მანძილზე, ყავა და ჩაი შაქრის გარეშე. 

მერიემ კაკაურიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS