12 თებერვალი, 2014
რა არ უნდა ჭამოთ სექსის წინ
როგორც გაირკვა, ძალიან ბევრი გემრიელი კერძი სისხლში გლუკოზის დონეს ამაღლებს, რაც იწვევს სწრაფ დაღლას და სქესობრივი ლტოლვის შემცირებას შემწვარ-მოხრაკულების მოყვარულებისთვის ნამდვილ დარტყმად იქცა ცოტა ხნის წინ გამოცემა Elite Daily-ში გამოქვეყნებული სტატია. მასში გამოქვეყნებულია იმ პროდუქტების სია, რომელთაგან თავის არიდებას გვირჩევენ, რათა სექსუალური ცხოვრება გავიუმჯობესოთ.

როგორც გაირკვა, ძალიან ბევრი გემრიელი კერძი სისხლში გლუკოზის დონეს ამაღლებს, რაც იწვევს სწრაფ დაღლას და სქესობრივი ლტოლვის შემცირებას.

აი, სექსის ''მკვლელი'' საჭმელების მოკლე სია:

1. გაზიანი სასმელი - კვლევების მიხედვით, გაზიანი
სასმელები ხელს უწყობს წონის მომატებას და ამაღლებს მეტაბოლიური სინდრომის გაჩენის რისკს, რაც თავის მხრივ, გულის იშემიური დაავადებების, ინსულტისა და მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს.

2. ჰამბურგერები და ჰოთ-დოგები - მათ შემადგენლობაში დაბალხარისხიანი ხორცი შედის, რომელიც ბევრ სხვა მავნებლობასთან ერთად უამრავ ქიმიურ დანამატს შეიცავს. ისინი აძლიერებენ ანთებით პროცესებს და ჰორმონალურ პროცესებს აქვეითებენ. ამის ნაცვლად ჯობს ჯანსაღი, მაღალხარისხიანი ხორცი მიირთვათ.

3. კარტოფილი ფრი - თუ წონის აკრეფაზე ოცნებობთ, იმაზე, რომ იყოთ მოშვებული, მოთენთილი, გასიებული, ეს საკვები სწორედ თქვენთვის არის.

4. კოქტეილები - იმის ნაცვლად, რომ მაგარ ალკოჰოლს მიეძალოთ, მოსინჯეთ ტეკილის, სოდიანისა და ლიმნის ნარევი. ტკბილი შერეული სასმელები გასუქებას და მოთენთილობას უწყობენ ხელს.

5. ნაყინი - ყველამ იცის, რომ ნაყინი არც ისე სასარგებლო რამაა. ის შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და ხელოვნურ დამატკბობლებს, ამ ტკბილეულის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავის ტკივილი, ხანდახან დეპრესიაც კი.

6. ორცხობილები - თანამედროვე ორცხობილები იმ პროდუქტების სიაშია, რომლებიც ქიმიური ნივთიერებებით არის გამოვსებული და ხელს უშლის ჰორმონების მუშაობას. თუ ნამცხვრეულის გარეშე გაძლება გიჭირთ, ეცადეთ, თავად მოამზადოთ - ოღონდ, არა მარგარინსა და მცენარეულ ზეთზე, არამედ კარაქზე.

7. ის, რასაც გამუდმებით ვსმუსნით კომპიუტერთან ჯდომისას - შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არაფერი ჯობია ცივ ლუდსა და ჩიპსებს, ან შებოლილ ქათმის ფრთებს. თუმცა თუ მგზნებარე ღამე გინდათ, გქონდეთ, მაშინ ამ არჩევანზე უარი უნდა თქვათ.

ახლა კი იმ საკვების შესახებ, რომელიც სასარგებლოა სექსუალური ცხოვრებისთვის:

1. თხილი, კაკალი - ისინი კარგ ზემოქმედებას ახდენენ არა სქესობრივ ლტოლვაზე, არამედ თვით პროცესის ''ეფექტურობაზე''. განსაკუთრებით, თუ თხილეულს ცხიმიანი საკვების შემდეგ მიირთმევთ. ისინი ხელს უშლიან არტერიების შევიწროვებას, ასევე ფიზიკური დატვირთვების მიმართ უფრო ამტანს ხდიან ორგანიზმს. ერთი მუჭა კაკალი, თხილი ან ნუში საკვებთან ერთად, სექსამდე ოთხი საათით ადრე - ასეთ დოზას ვიაგრაზე უკეთესი შედეგები აქვს.

2. ბარდეული და თესლები (განსაკუთრებით ლობიო, არაქისი, მზესუმზირა და გოგრის თესლები) - ეს პროდუქტები განსაკუთრებით მდიდარია არგინინით, რაც ამაღლებს ქალებში აღგზნებადობას, ასევე გავლენას ახდენს დაკმაყოფილებაზე და სექსის სიხშირეზე, მიუხედავად მენოპაუზის სტადიისა.

3. ზღვის პროდუქტები -
ისინი მეტაბოლიური სინდრომის მეშვეობით ეხმარებიან ქალებს სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაში - სურვილს, აღგზნებას, კმაყოფილებას უმაღლებენ. მამაკაცებს ეხმარებიან ერექტიული დისფუნქციის გადალახვაში, რომელიც ასევე ცნობილია იმპოტენციის სახელით. მამაკაცების მესამედი, რომელიც ერექტიული დისფუნქციითა და სიმსუქნით იტანჯება, ორ წელიწადში ამარცხებს აღნიშნულ პრობლემებს, თუ ზღვის პროდუქტების (განსაკუთრებით კი ხმელთაშუაზღვის) დიეტას და რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშებს მიმართავს.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS