"კიდევ ერთ პრობლემაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს არის C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ვინც ამ პროგრამით მკურნალობს, წელიწადნახევრის, ორი წლის თავზე
Mkurnali.ge ექიმ-ინფექციონისტს მანანა ლომიძეს დაუკავშირდა, რომელიც 1996 წლიდან ატარებს ანტივირუსულ მკურნალობას და კომენტარი ვთხოვეთ ამ საკითხთან დაკავშირებით:
- ეს არასწორი ინფორმაციაა, ძალიან ბევრ ქვეყანას უნდოდა ამ უფასო პროგრამის განხორციელება, მაგრამ ყველასთვის არ გახდა იგი ხელმისაწვდომი. სწორედ ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება.
ზოგადად, C ვირუსი კანცეროგენული თვისებების მატარებელია და მას შეუძლია გამოიწვიოს ჰეპატიტს, რომელიც შეიძლება გართულდეს ციროზით ან ჰეპატოცელულარური კარცინომით - ციროზი-კიბოთი.
მაგრამ კიბო გაცილებით უფრო ხშირად ვითარდება არანამკურნალებ პაციენტებში, რომელთა ორგანიზმშიც C ვირუსია, ვიდრე ნამკურნალებში, სადაც ვირუსი არ არის. ეს მკურნალობა ათასობით ადამიანმა ჩაიტარა და ვირუსის ელიმინაციის ანუ ორგანიზმიდან განდევნის პროცენტი 98%-ია, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია....წაიკითხეთ სრულად