05 ივლისი, 2018
"ვინც საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობს, სიმსივნის დიაგნოზით ჩამოდიან" - თურქული კლინიკის წარმომადგენლის სკანდალური განცხადება და ინფექციონისტის პასუხი
პორ­ტალ fortuna.ge-ზე გავ­რცელ­და ინ­ტერ­ვიუ თურ­ქე­თის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის ქარ­თველ მრჩე­ველ­თან, მა­ლი­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ქარ­თვე­ლი ერი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას, რად­გან ძა­ლი­ან დიდი სის­წრა­ფით მა­ტუ­ლობს სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. იგი ასა­ხე­ლებს ამ მა­ტე­ბის არა­ერთ მი­ზეზს და მათ შო­რის ერთ-ერთ ფაქ­ტო­რად ასა­ხე­ლებს C ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბის უფა­სო პროგ­რა­მას, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­ნი­კურ­ნა C ვირუ­სი­სა­გან.

"კი­დევ ერთ პრობ­ლე­მა­ზე შე­ვა­ჩე­რებ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას. ეს არის C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვინც ამ პროგ­რა­მით მკურ­ნა­ლობს, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის, ორი წლის თავ­ზე
ჩვენ­თან სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით ჩა­მო­დი­ან. ორ­გა­ნო­ე­ბის გა­და­ნერგვით ვინც გა­დარ­ჩა, გა­დარ­ჩა, სხვე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ, ზოგს ოპე­რა­ცი­ამ ვერ უშ­ვე­ლა… მა­ნამ­დე ამ ადა­მი­ა­ნებს არ ჰქო­ნი­ათ სიმ­სივ­ნე და ამ მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ვი­თარ­დათ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ანა­ლი­ზე­ბი ასე აჩ­ვე­ნებს და კვლე­ვა იყო არას­წო­რი? არ ვიცი, პროგ­რა­მის წამ­ლე­ბი იწ­ვევს პრო­ვო­ცი­რე­ბას?! ამ პროგ­რა­მის წამ­ლებს თურ­ქეთ­შიც სვა­მენ და სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით შემ­დგომ არა­ვინ მო­დის ჩვენ­თან" - ამ­ბობს მა­ლი­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი fortuna.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

Mkurnali.ge ექიმ-ინ­ფექ­ცი­ო­ნისტს მა­ნა­ნა ლო­მი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც 1996 წლი­დან ატა­რებს ან­ტი­ვირუ­სულ მკურ­ნა­ლო­ბას და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით:

- ეს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნას უნ­დო­და ამ უფა­სო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას­თვის არ გახ­და იგი ხელ­მი­საწ­ვდო­მი. სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა.

ზო­გა­დად, C ვირუ­სი კან­ცე­რო­გე­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია და მას შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს ჰე­პა­ტიტს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს ცი­რო­ზით ან ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლა­რუ­რი კარ­ცი­ნო­მით - ცი­რო­ზი-კი­ბო­თი.

მაგ­რამ კიბო გა­ცი­ლე­ბით უფრო ხში­რად ვი­თარ­დე­ბა არა­ნამ­კურ­ნა­ლებ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თა ორ­გა­ნიზ­მშიც C ვირუ­სია, ვიდ­რე ნამ­კურ­ნა­ლებ­ში, სა­დაც ვირუ­სი არ არის. ეს მკურ­ნა­ლო­ბა ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ჩა­ი­ტა­რა და ვირუ­სის ელი­მი­ნა­ცი­ის ანუ ორ­გა­ნიზ­მი­დან გან­დევ­ნის პრო­ცენ­ტი 98%-ია, ეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტატო
სისულელეა !
23:53 / 07-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS