ამას იმით ხსნიან, რომ ცივი წყლის დალევის შემდეგ ორგანიზმი, გაღვიძების ნაცვლად, შოკს იღებს. ამ დროს ირთვება სიგნალი, რომელიც წყლის ორგანიზმის ტემპერატურამდე გათბობისკენ არის მიმართული. პარალელურად, ნაღვლის ბუშტისა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლძარღვების სპაზმი იწყება. კუჭის კედლების დაცვისთვის ორგანიზმი მეტ ლორწოს გამოიმუშავებს, შესაბამისად, საჭმლის მონელების პროცესი ნელდება.
სასარგებლო ნივთიერებების ათვისების ნაცვლად, ორგანიზმის ენერგია წყლის ტემპერატურის დარეგულირებას ხმარდება.
ტიბეტელი ლამების მტკიცებით, ცივი წლისგან განსხვავებით, ცხელი წყლის მიღება ანადგურებს ორგანიზმში ღამის განმავლობაში დაგროვილ მიკრობებს, ებრძვის მაღალ წნევას, ანემიას, სიმსუქნეს, ართრიტს და სიცოცხლეს 10 წლით ახანგრძლივებს.
ჩინეთში ბავშვებს პატარაობიდან ასწავლიან ჭამის წინ ცხელი წყლის დალევას. კაფესა და რესტორნებშიც კი, სანამ კლიენტს შეკვეთას მიუტანენ, ფინჯნით ცხელი წყალი მიაქვთ. ამასთანავე, წყლის ტემპერატურა 40-45 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.