08 თებერვალი, 2014
როგორ ვებრძოლოთ ქერტლს
პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეორეთ. მკურნალობის კურსი 15 პროცედურას შეადგენს. საჭიროების შემთხვევაში კურსის გამეორება შეიძლება, მხოლოდ 2-3-კვირიანი ინტერვალით ქერტლი თმის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ზედმეტად ცხიმიანი კანის დროს, ქერტლი ცხიმს ერევა და დაბანის შემდეგ თმა სწრაფად ცხიმიანდება, პრიალებს, იწყება ქავილი.

შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესი, თმის ბოლქვები კვდება და ცვივა. როდესაც ცხიმოვანი ჯირკვლები ნაკლებ ცხიმს გამოიმუშავებენ, კანი შრება, რის შედეგადაც წარმოიქმნება მშრალი ქერტლი - გამომშრალი გარქოვანებული ქერცლი. შედეგად თმა მტვრევადი, სუსტი და უფერული ხდება.

მშრალი ქერტლის დროს, რომელსაც
თან ახლავს ქავილი და თმის ცვენა, შეურიეთ ერთმანეთში ალთეს თესლი და მცენარეული ზეთი თანაფარდობით 1:20-თან, ერთი საათით ორთქლის აბაზანაზე გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ, ოდნავ გააგრილეთ და ჯერ კიდევ თბილი თავის კანში შეიზილეთ.

პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეორეთ. მკურნალობის კურსი 15 პროცედურას შეადგენს. საჭიროების შემთხვევაში კურსის გამეორება შეიძლება, მხოლოდ 2-3-კვირიანი ინტერვალით.

ქერტლს ხშირად თან ახლავს ცხიმიანი სებორეა. მის სამკურნალოდ შეგიძლიათ ღრუბელას, „ბადიაგის“ გამოყენება. მოამზადეთ „ბადიაგის“ ფხვნილისა და 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ნაზავი: მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი ბადიაგის ფხვნილი და ნელ-ნელა დაასხით წყალბადის ზეჟანგი, ურიეთ ფაფისებური მასის მიღებამდე.

შემდეგ ორთქლის აბაზანაზე ან ნელ ცეცხლზე შემოდგით ისე, რომ მორევა არ შეწყვიტოთ. თავის დაბანის წინ ცხელი ნაზავი რეზინის ხელთათმანებით თმაში შეიზილეთ, სანამ ინტენსიურ წვას იგრძნობთ. შემდეგ ბამბის პირსახოცი შემოიხვიეთ, 30 წუთის შემდეგ კი ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი მსუბუქი შამპუნით ჩამოიბანეთ.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სოფო
30 წელი ვებრძოდი ქერტლს,ერთადერთი საშუალება არის შამპუნი ნიზორალი,20 ლარი ღირს აფთიაქებში,კვირაში ორჯერ უნა დაიბანოთ თავი ერთი თვის განმავლობაში.5წთ.გაიჩერეთ.1 თვის მერე კონტროლის მიზნით თვეში ერთხელ დაიბანეთ, ასევე 5წთ. გაჩერეთ თავზე.აუცილებლად გიშველით.
15:43 / 09-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS