13 ივნისი, 2018
ცნობილი აკადემიკოსის გაფრთხილება ორსულ ქალებს
ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მშობიარის, ნათია ჩაგანავას გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. ნათიას საკეისრო კვეთა სპინალური გაუტკივარებით ჩაუტარდა და რამდენიმე საათში კომაში ჩავარდა. ოჯახი დღემდე ექიმებს ადანაშაულებს, თუმცა, სანამ გამოძიება ყველაფერს გააარკვევს, კიდევ ერთხელ გვინდა საკეისროსა და სპინალური გაუტკივარების თემას შევეხოთ.

აკადემიკოსი, რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე მშობარობის სხვადასხვა მეთოდზე გვესაუბრა...

- ბატონო არჩილ, დღეს უფრო და უფრო მეტი ქალი ირჩევს საკეისრო კვეთას. თუ შეიძლება განუმარტეთ, კონკრეტულად რა რისკის წინაშე აყენებს მომავალ დედას ეს ოპერაცია?
- ეგ ტენდენცია სრული
დაუდევრობაა! ფაქტია, ქალები სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, სულ უფრო ხშირად ითხოვენ ქირურგებისგან, რომ საკეისრო გაუკეთონ. ფულს აყოლილი ჩემი კოლეგებიც დანაშაულს სჩადიან და სურვილისამებრ უკეთებენ! ქალმა უნდა იმშობიაროს! ეს მისი ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია და ბავშვისთვისაც! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკეისრო არის მუცლის ღრუს ოპერაცია და წარმოვიდგინოთ, ამხელა ტრავმა თუ უნდა ქალს რაღაც ახირების გამო?! სისულელეა და არ უნდა გაკეთდეს! არსაიდან გამართლება არ აქვს! ფულის მახეა და კომერციალიზაციის გამოვლინება! საკეისრო ჭრილობის შეხორცების დროს ჩნდება ბევრი პრობლემა, ნაწლავების ტკივილი ახასიათებს.

- ყველაზე ხშირად რაში ცდებიან მშობიარეები, როცა საკეისროს ირჩევენ. მათ ეს უფრო კომფორტული ჰგონიათ, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა. ეს მართლაც ასეა?

- არ არის ეგრე და ეგ ბარბაროსული მიდგომაა! როგორ შეიძლება, უფრო მეტად კომფორტული იყოს მუცლის ღრუს გაჭრა?! იმ წუთში ტკივილი არ არის, რადგან ნარკოზია გაკეთებული, მაგრამ ეგრე ტყუილად თუ ნარკოზი მიეცი ყველაფერზე პაციენტს და მუცელი გაუფატრე, რა გამოვა?! მერე უამრავ პრობლემას იწვევს და ამაზე ხომ უნდა იყოს ვინმე პასუხისმგებელი!

- არის რამე ისეთი, რაც გინეკოლოგებს გინდათ, რომ ყველა მშობიარემ გააცნობიეროს, რას ურჩევდით მათ?
- რთული საკითხია, რადგან ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი, ქალმა რომ მშობიარობას მოუაროს! ყველაფერს გონიერად უნდა მიუდგეს მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე! უმთავრესი რჩევაა, რომ სისულელე და დანაშაულია, როდესაც ქალი სურვილის გამო ირჩევს საკეისროს!


- საკეისროების უმრავლესობა და ძალიან ხშირად ფიოზიოლოგიური მშობიარობაც სპინალური გაუტკივარებით ტარდება. აღგვიწერეთ, რა ხდება ამ პროცედურის დროს, როდის კეთდება, საერთოდ აქრობს თუ არა ყველანაირ ტკივილს და რა შეგრძნებებს იწვევს?

- სპინალური ანესთეზია გაუტკივარების ერთ-ერთი მეთოდია, მას თავისი ჩვენებები აქვს და როცა საჭიროა, მაშინ კეთდება! არ არის ცუდი მეთოდი! კერძოდ გამოიხატება იმაში, რომ საანესთეზიო საშუალება გამოცდილ ანესთეზიოლოგს ნევროლოგიური მომზადებით ზურგის ტვინში შეჰყავს. ითიშება მგრძნობელობა და შესაბამისად, თუ საკეისროს დროს არის გაკეთებული, საკეისრო მტკივნეული აღარ არის. ეს გაუტკივარების ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ არსებობს ბევრად უკეთესი საშუალებებიც: გაუტკივარება საშვილოსნოს ყელის მოსამწიფებელი საშუალებებით.

თითქმის სრულ გაუტკივარებას იწვევს მშობიარობისას და ზურგის ტვინში შეძრომა არ ჭირდება პაციენტს... ეს მედიკამენტები დარეგისტრირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო ქალბატონებისთვის! ქალებმა უნდა გაიგონ და შეიგნონ, რომ საუკეთესო მეთოდია! არ არიან ინფორმირებული და ჩემი კოლეგა არაკეთილსინდისიერი ექიმები ინფორმაციას მალავენ, რადგან სხვა მეთოდებით მშობიარობა რეკორდულად ბევრად ძვირი ჯდება! განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მარიამი
თავად რატომ არ ამხელს საშვილოსნოს მოსამწიფებელი წამლის სახელს?
23:10 / 06-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
სამი შვილი მყავს და სამივე ფიზიოლოგიური მშობიარობით ყველანაირი გაუტკივარების გარეშე გავაჩინე სამივე
04:28 / 19-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS