ჩაიცვით ხელთათმანი, აიღეთ მასაჟორი...
პრობლემური ზონების მასაჟი აუცილებელია როგორც არსებული ცელულიტის საწინააღმდეგოდ, ასევე მისი პროფილაქტიკისთვის. სასურველია, ცელულიტის ასარიდებლად წინასწარ იზრუნოთ, მასთან მოგვიანებით ბრძოლას უფრო დიდი ნებისყოფა და ძალისხმევა დასჭირდება.
გამოიყენეთ ელექტრო და ხელის მასაჟორები, ანტიცელულიტური კრემები, მუსები, გელები. ყოველ დილით, შხაპის მიღებისას, პრობლემური ზონები ენერგიულად დაიმუშავეთ უხეში სახეხით. ანტიცელულიტური საშუალებები უფრო
ვარჯიშისას. ყოველდღიური თუნდაც 7-წუთიანი ვარჯიში შესანიშნავ შედეგს იძლევა. საწოლიდან წამოდგომამდე გაავარჯიშეთ ქვედა კიდურები - შეასრულეთ “ველოსიპედი”, “მაკრატელა”. ეს ენერგიასაც შეგმატებთ და განწყობასაც გამოგიკეთებთ.
კონტრასტული შხაპი
ვიწრო, ტანზე შემოტმასნილი შარვლები, მჭიდრო და მაღალყელიანი ჩექმები, რა თქმა უნდა, მოდურია, მაგრამ არღვევს სისხლის მიმოქცევას, აფერხებს ლიმფის დინებას და ცელულიტს წარმოშობს. იშვიათად ჩაიცვით ტანზე მოტმასნილი სამოსი, რეგულარულად ივარჯიშეთ, იკეთეთ მასაჟი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. კონტრასტული შხაპი (ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა) შესანიშნავია ტონუსის მატებისთვის, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, სისხლძარღვთა ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
შხაპის დროს ან მის შემდეგ ენერგიულად დაიზილეთ ფეხები მასაჟორით ან ხელთათმანით ქვემოდან ზემოთ. პილინგი შეიძლება ჩაიტაროთ ყავის ნალექითაც. ის გააუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, კანს მოაშორებს აქერცლილ და დაბერებულ უჯრედებს, საშუალებას მისცემს, უკეთ ისუნთქოს და შეითვისოს კოსმეტიკური საშუალებებიდან სასარგებლო ნივთიერებათა მაქსიმალური რაოდენობა, რაც მთავარია, აქვს ანტიცელულიტური ეფექტიც. პილინგისთვის ყავის ნალექს შაქარი (ან მარილი) და ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. გაითვალისწინეთ: ეს რეცეპტი არ გამოდგება მშრალი კანის შემთხვევაში!
სამი რჩევა საუკეთესო შედეგისთვის იხილეთ რჩევები