08 ივნისი, 2018
ის 64 წლისაა, მაგრამ შესაშურად გამოიყურება - მისი საიდუმლო ერთადერთი ინგრედიენტია
ასპირინი მრავალფუნქციურ სამედიცინო წამლად მიიჩნევა. მას შეუძლია თქვენს კანს შესძინოს ახალგაზრდული იერი.

გაეცანით სახის ნიღბების სამ გასაოცარ რეცეპტს, რომლებიც განაახლებს თქვენს კანს და გაგათავისუფლებთ ნაოჭებისგან. მიჰყევით ამ მარტივ ინსტრუქციას და ისიამოვნეთ გასაოცარი ეფექტით.

1. ლიმონისა და ასპირინის ნიღაბი

დაგჭირდებათ

3 აბი ასპირინი
3 ს.კ. ლიმონის წვენი.

როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ:
დააქუცმაცეთ ასპირინის აბები და შეურიეთ ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ, ვიდრე პასტის კონსისტენციას არ მიიღებთ.
შემდეგ მზა პასტა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 წთ. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

2. ნიღაბი ასპირინის, თაფლისა და იოგურტისგან

დაგჭირდებათ

ასპირინის აბები
2 ს.კ. თაფლი
1 ს.კ. ჩვეულებრივი იოგურტი.

მომზადებისა და მოხმარების წესი:
შეურიეთ ასპირინი თაფლსა და იოგურტს, ურიეთ ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ჩამოიბანეთ სახე ცივი წყლით. სუფთა ნაჭერი დაასველეთ წყალში და ნახევარი წუთის მანძილზე აირღუმელში გაათბეთ. შემდეგ კი დაიდეთ სახეზე და 10 წთ. გაიჩერეთ.
სახეზე გაიხსნება ფორები, რაც ნიღაბს უკეთ შეიწოვს. შემდეგ გამოიშრეთ სახე და წაისვით მზა პასტა ნახევარი საათით. დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანოთ და წაისვათ სახის დამატენიანებელი კრემი.

3. სახის ნიღაბი ასპირინითა და წყლით

დაგჭირდებათ

3 აბი ასპირინი
3 ს.კ. თბილი წყალი

აი, როგორ უნდა მოამზადოთ და გამოიყენოთ:
დააქუცმაცეთ ასპირინი და შეურიეთ თბილ წყალს, გააზავეთ და ერთგვაროვან მასად აქციეთ. წაისვით მზა ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთს. შემდეგ კი ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ანა გარელი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS