08 ივნისი, 2018
რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი და რა უნდა გაითვალისწინოთ გაგრილების დროს - ექიმის რეკომენდაციები
კონ­დი­ცი­ო­ნერს ცხა­დია გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცია აქვს და და­სი­ცხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას საგ­რძნობ­ლად ამ­სუ­ბუ­ქებს, მაგ­რამ რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბაც შე­უძ­ლია.

რა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს კონ­დი­ცი­ო­ნერს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და უშუ­ა­ლოდ რო­მელ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მში - ამ სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა კახა ვა­ჭა­რა­ძე, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქი­ატ­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასე­ვე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, კონ­დი­ცი­რე­ბი­სას ჰა­ე­რის გა­მოშ­რო­ბა ხდე­ბა, დე­ი­ო­ნი­ზა­ცია. გა­რე­მო იო­ნე­ბის­გან იც­ლე­ბა, არა­და, იო­ნე­ბი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ირ­ღვე­ვა თერ­მო­რე­გუ­ლა­ცია (გა­რეთ 40 გრა­დუ­სი
სი­ცხეა და შიგ­ნით - 20 გრა­დუ­სამ­დე გა­ცი­ე­ბუ­ლი ოთა­ხი), რის­თვი­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი მზად არ არის.



რო­გორც ექი­მი ამ­ბობს, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ბაქ­ტე­რი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როა (გან­სა­კუთ­რე­ბით, ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი კონ­დი­ცი­რე­ბა) და საქ­მე გვაქვს ბაქ­ტე­რი­ულ ფლო­რას­თან, ანუ სივ­რცე­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, და­ბინ­ძუ­რე­ბულ ფილტრებს ჰა­ერ­თან ერ­თად, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ფლო­რა შე­მო­აქვს (ბაქ­ტე­რი­ე­ბი, მიკ­რო­ბე­ბი, ათა­სი ინ­ფექ­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტი).

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ გა­რეთ, ატ­მოს­ფე­რო­შიც ტრი­ა­ლებს და მათ ისე­დაც შე­ვი­სუნ­თქავთ...


- კი, მაგ­რამ გა­რეთ გაშ­ლი­ლი გა­რე­მოა, აქ კი მოკ­ლე ფილტრებ­ში ხდე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბის ჩა­ბუ­დე­ბა და შემ­დეგ იმ სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბა, სა­დაც ვიმ­ყო­ფე­ბით. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კონ­დი­ცი­ო­ნერს სა­თა­ნა­დოდ არ ვუვ­ლით...

- უშუ­ა­ლოდ რა და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს?


- ისეთ მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რიც არის გა­ცი­ე­ბა, ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ტრა­ქე­ი­ტი, ბრონ­ქი­ტი, სი­ნუ­სი­ტის, ფა­რინ­გი­ტი, პნე­ვო­მო­ნია, შარდ-სა­ს­ქე­სო სის­ტე­მე­ბის და­ავ­დე­ბე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებ­ში, ცის­ტი­ტის სა­ხი­თაა გა­მო­ხა­ტუ­ლი), საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი და კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მი­ო­ზი­ტი, ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ჰერ­პე­სი და ა.შ.

რო­დე­საც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ადა­მი­ანს პირ­და­პირ უბე­რავს, ეს მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბაა, ამი­ტომ უნდა ვე­ცა­დოთ, ეს ჭავ­ლი ავი­ცი­ლოთ, არ უნდა გვი­ბე­რავ­დეს. სა­ჭი­როა, გარე და შიდა გა­რე­მო­ში და­ცუ­ლი იყოს ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი. სხვა­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ო­ბით, 4-დან 6 გრა­დუ­სამ­დე უნდა იყოს და არა ვთქვათ, 10-12, ან 20 გრა­დუ­სი.

- თუ გა­რეთ 40 გრა­დუ­სია, ხოლო კონ­დი­ცი­რე­ბის შე­დე­გად ოთახ­ში 21-24... ამ დროს რა ხდე­ბა?

- ეს დიდი ცვა­ლე­ბა­დო­ბაა, სა­დაც მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი ასე­თია: სა­ნამ 45-გრა­დუ­სი­ა­ნი გა­რე­სივ­რცი­დან კონ­დი­ცი­რე­ბულ 23-24 გრა­დუს­ში შეხ­ვალთ, ცოტა ხანს შუ­ა­ლე­დურ გა­რე­მო­ში შე­ყოვ­ნდეთ, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს და­ახ­ლო­ე­ბით გა­რე­დან შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ ცივი ყი­ნუ­ლი­ა­ნი წყლის მი­ღე­ბას ჰგავს. არა­და, ჯერ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლის მი­ღე­ბა ჯო­ბია და მერე ყი­ნუ­ლი­ა­ნის. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­ვეა კონ­დი­ცი­ო­ნერ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. ამი­ტომ, სა­სურ­ვე­ლია, შევ­ყოვ­ნდეთ შუ­ა­ლე­დურ გა­რე­მო­ში (ჰოლი, დე­რე­ფა­ნი, მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი) და შემ­დეგ გა­და­ვი­ნაც­ვლოთ გაგ­რი­ლე­ბულ ოთახ­ში, რომ ჩვენ­მა სა­სუნ­თქმა სის­ტე­მამ გა­რე­მო ცვლი­ლე­ბებ­სა და გარ­და­ტე­ხა­ზე ადაპ­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS