რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს კონდიციონერს ადამიანის ჯანმრთელობაზე და უშუალოდ რომელ დაავადებებს იწვევს ორგანიზმში - ამ საკითხებზე გვესაუბრება კახა ვაჭარაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სპეციალისტის თქმით, კონდიცირებისას ჰაერის გამოშრობა ხდება, დეიონიზაცია. გარემო იონებისგან იცლება, არადა, იონები ორგანიზმისთვის აუცილებელია. ირღვევა თერმორეგულაცია (გარეთ 40 გრადუსი
როგორც ექიმი ამბობს, კონდიციონერი ყველაფერთან ერთად, ბაქტერიების გავრცელების წყაროა (განსაკუთრებით, ცენტრალიზებული კონდიცირება) და საქმე გვაქვს ბაქტერიულ ფლორასთან, ანუ სივრცეში, სადაც ადამიანები იმყოფებიან, დაბინძურებულ ფილტრებს ჰაერთან ერთად, ბაქტერიული ფლორა შემოაქვს (ბაქტერიები, მიკრობები, ათასი ინფექციის გამავრცელებელი ელემენტი).
- ეს ყველაფერი ხომ გარეთ, ატმოსფეროშიც ტრიალებს და მათ ისედაც შევისუნთქავთ...
- კი, მაგრამ გარეთ გაშლილი გარემოა, აქ კი მოკლე ფილტრებში ხდება ბაქტერიების ჩაბუდება და შემდეგ იმ სივრცეში გავრცელება, სადაც ვიმყოფებით. ეს იმ შემთხვევაში, თუ კონდიციონერს სათანადოდ არ ვუვლით...
- უშუალოდ რა დაავადებებს იწვევს?
- ისეთ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, როგორიც არის გაციება, ვირუსული ინფექციები, ტრაქეიტი, ბრონქიტი, სინუსიტის, ფარინგიტი, პნევომონია, შარდ-სასქესო სისტემების დაავდებები (განსაკუთრებით ქალებში, ცისტიტის სახითაა გამოხატული), საყრდენ-მამოძრავებელი და კუნთოვანი სისტემის დაავადებები, მიოზიტი, ნერვულ სისტემაზე გავრცელებული დაავადებები, ჰერპესი და ა.შ.
როდესაც კონდიციონერი ადამიანს პირდაპირ უბერავს, ეს მექანიკური დაზიანებაა, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ეს ჭავლი ავიცილოთ, არ უნდა გვიბერავდეს. საჭიროა, გარე და შიდა გარემოში დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმები. სხვაობა დაახლოეობით, 4-დან 6 გრადუსამდე უნდა იყოს და არა ვთქვათ, 10-12, ან 20 გრადუსი.
- თუ გარეთ 40 გრადუსია, ხოლო კონდიცირების შედეგად ოთახში 21-24... ამ დროს რა ხდება?
- ეს დიდი ცვალებადობაა, სადაც მარტივი გამოსავალი ასეთია: სანამ 45-გრადუსიანი გარესივრციდან კონდიცირებულ 23-24 გრადუსში შეხვალთ, ცოტა ხანს შუალედურ გარემოში შეყოვნდეთ, სადაც ტემპერატურა გათანაბრებული იქნება. ეს დაახლოებით გარედან შემოსული ადამიანის მიერ ცივი ყინულიანი წყლის მიღებას ჰგავს. არადა, ჯერ ოთახის ტემპერატურის წყალის მიღება ჯობია და მერე ყინულიანის. დაახლოებით ასევეა კონდიციონერთან მიმართებაშიც. ამიტომ, სასურველია, შევყოვნდეთ შუალედურ გარემოში (ჰოლი, დერეფანი, მისაღები ოთახი) და შემდეგ გადავინაცვლოთ გაგრილებულ ოთახში, რომ ჩვენმა სასუნთქმა სისტემამ გარემო ცვლილებებსა და გარდატეხაზე ადაპტაცია მოახდინოს იხილეთ ვრცლად: