06 ივნისი, 2018
ვისთვის არ შეიძლება პომიდვრის მირთმევა
პომიდორში შემცველ სასარგებლო ვიტამინების კომპლექსს სხვადასხვა ორგანოზე გამაჯანსაღებელი გავლენა აქვს, თუმცა მისი მირთმევა ყველასთვის რეკომენდებული არ არის.

სანაღვლე გზების დაავადებები
პომიდორი ძლიერ ნაღვლმდენ ეფექტს იწვევს, ამიტომ მისი მიღების დროს დიდი სიფრთხილე გმართებთ. განსაკუთრებით საშიშია იმ ადამიანებისთვბის ვისაც ნაღვლის ბუშტის პრობლემები აწუხებს.

ალერგია
თუ ალერგიული ადამიანი ხართ, ასევე უარი უნდა თქვათ პომიდორზე.

თირკმლის დაავადებები
პომიდორი შეიცავს ოქსიალურ მჟავას, რაც უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსზე. მოხარშული და დაკონსერვებული პომიდორი თირკმლებში კენჭებს წარმოქმნის.

სახსრების პრობლემები
კვლავ
ოქსიამური მჟავაა პრობლემა. თუ ორგანიზმში მისი კონცენტრაცია ჭარბობს, ამან შესაძლოა ძლიერი ტკივილები გამოიწვიოს. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ცალ ჩერის პომიდორს დაჯერდით.

წყლული ან გასტრიტი
თუ მომატებული მჟავიანობა გაწუხებთ, უარი თქვით დამარილებულ ან დამწნილებულ პომიდორზე. არც ახალ პომიდორს მიეტანოთ, რადგან ამან შესაძლოა სერიოზული დაავადებების პროვოცირება მოახდინოს. თუ ამ პრობლემის წინაშე დადექით რაციონიდან სრულიად ამოიღეთ ეს პროდუქტი.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS