06 ივნისი, 2018
„შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის დიეტოლოგი“, - გამოსადეგი რჩევები ანანო კაკაბაძისგან
ანანო კაკაბაძე, რომელმაც 25 კილოგრამი დაიკლო და საკუთარ მიზანს მიაღწია, ახლა თავის გამოცდილებას MARAO.GE-ს მკითხველს უზიარებს.

„დაახლოებით 2 თვეა, რაც სრულფასოვან დიეტაზე ვარ. მანამდე იყო უშედეგო შიმშილი, დარღვევა, შემდეგ ისევ მომატება და ორგანიზმის დატანჯვა. 10-15 კილო დავიკელი ყოველგვარი შიმშილის და ცუდი ხასიათის გარეშე, რაც დიეტებს თან ახლავს. ბავშვობიდან მაწუხებდა ჭარბი წონა და როგორც შემეძლო, ვებრძოდი ყოველთვის, მაგრამ არასდროს არ მყოფნიდა მოტივაცია იმისთვის, რომ ბოლომდე მიმეყვანა დაწყებული დიეტა. დისკომფორტი, რა თქმა უნდა, აქვს ყველა ადამიანს, რომელიც
ებრძვის წონას.

Rating

არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს ეს არ არის მნიშვნელოვანი და მათთვის სულ ერთია, როგორ გამოიყურებიან. შინაგანად ყოველთვის გინდა, ჩაიცვა ის, რაც მოგწონს და გამოიყურებოდე ისე, როგორც შენ გინდა. ჩემს ხასიათზე ძალიან ცუდად მოქმედებდა ეს ყველაფერი. ვეჩხუბებოდი ყველას და ვიყავი აგრესიული, მაკომპლექსებდა ყველაფერი, საერთოდ არაფერი არ მომწონდა, რასაც ვიცვამდი და როგორც გამოვიყურებოდი. იხილეთ ვრცლად:



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS