25 მაისი, 2018
ბაბუაწვერას ექსტრაქტი ყველა სახის კიბოს ამარცხებს
ბაბუაწვერას კიბოსთან ბრძოლის დიდი პოტენციალი აქვს.

მელანომა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმვსივნის სახეობაა, რომლითაც 25-დან 29 წლამდე ადამიანები ავადდებიან. ერთადერთ მკურნალობად ექიმები ხშირად ქირურგიულ ჩარევას მიიჩნევენ და იმუნოთერაპიას ნიშნავენ, რაც, როგორც წესი, ვერ მოქმედებს.

ყველაფრის შეცვლა კი სწორედ ბაბუაწვერას შეუძლია. უინძორის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი მელანომას უჯრედებს ანადგურებს, ყოველგვარი ტოქსიკური ეფექტის გარეშე.

48 საათში, ფაქტობრივად სიმსივნის ყველა უჯრედი კვდება, ხოლო ჯანსაღი უჯრედები ხელუხლებელი რჩება.

Rating

ჯანმრთელობა ჭიქა ჩაიში

ორგანიზაცია Mitacs-მა ბაბუაწვერასგან დაამზადა კონცენტრირებული ფხვნილი,
რომელიც ჩაის სახით უნდა დალიოთ.
ექიმი-ონკოლოგები იმ პაციენტების გაუმჯობესებულ მდგომარეობას ადასტურებენ, რომლებიც ბაბუაწვერას ფესვის ფხვნილს იყენებდნენ.

ბაბუაწვერა სიმსივნის წინააღმდეგ

საერთაშორისო ონკოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბაბუაწვერას ფესვებისგან დამზადებული ჩაი სარძევე და პროსტატას ჯირკვლების კიბოს უჯრედების რაოდენობას ამცირებს.

გარდა ამისა, ბაბუაწვერას ექსტრაქტი პერსპექტიულია მსხვილი ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნესთან ბრძოლაში.

Rating

კიდევ რატომ არის სასარგებლო ბაბუაწვერა

ბაბუაწვერას სამკურნალო თვისება ამით არ სრულდება. მის ფესვს ასევე შეუძლია ნაღვლის ბუშტის სეკრეციის სტიმულაცია, ალერგიასთან ბრძოლა, ქოლესტერინის დონის დაწევა და ღვიძლის წმენდა. გარდა ამისა, ის დიდი რაოდენობით A და K ვიტამინებს შეიცავს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ბესო
იყიდება ბიო აფთიაკში
18:33 / 19-01-2021
გამოხმაურება / 0 /
Neka
სასიხარულო სიახლეა ,მაგრამ რამდენად ხელმოსაწვდომია ან ჩვენთან თუ იყიდება უკვე მზა პროდუქტი ?დაწერეთ თუ შეიძლება ესეც
22:13 / 04-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS