- წარმატებული სამედიცინო შედეგი ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე, სამედიცინო კომუნიკაციაზე დგას... ექიმს დამაჯერებელი სამედიცინო არგუმენტაცია უნდა ჰქონდეს და კომპეტენტური იყოს. აუცილებელია გულისხმიერებაც და ყოველთვის
გადახედეთ, როგორ "დაბერდა" მსოფლიოს მოსახლეობა, როგორ გაიზარდა სიცოცხლის ხანგძლივობა, როგორ ლამაზად გამოიყურებიან ჩვენი ბაბუები და ბებიები ვიზუალურად, მენტალურად...
მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიური პირობები მკვეთრად შეიცვალა, მსოფლიო არარაციონალურად იკვებება და ბევრი ფაქტორია, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, სიცოცხლის ხანგძლივობა მკვეთრად იზრდება. მართვას და წარმატებულ კონტროლს ექვემდებარება ბევრი სერიოზული სამედიცინო პრობლემა, რომელიც ადრე ძალიან სწრაფად ფატალური გამოსავლით მთავრდებოდა.
ეს თანამედროვე მედიცინის მიღწევაა! ბავშვობიდან უნდა მივხედოთ ყველა საკითხს, ბავშვობიდან მოდის ჯანმრთელობა... ბავშვობის ასაკში ხდება პრევენცია ენდოკრინოლოგიური, ალერგიული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიის. დღეს მშობლებს საგანგებო მომზადება სჭირდებათ, რათა მათ ჯანმრთელები და ბედნიერები გახადონ თავიანთი შვილები.
- თქვენი ოქროს რჩევები რომ გაუზიაროთ დედებს, ჯანმრთელი შვილები გაზარდონ...
- ყველაფერი პედიატრიული ასაკიდან იწყება... პირველ რიგში, მშობლების სანიტარული განათლება უნდა იყოს მაღალი! ამ დროისათვის ბებიების და წინაპრების გამოცდილება უკვე აღარ არის საკმარისი. დღეს ყველაფერი შეცვლილია და მედიცინა უფრო მტკიცებით ფაქტებზეა აგებული. დღეს სხვა რეალობაა! უცხოურ სამედიცინო ლიტერატურაში ხშირად ნახავთ ტერმინს, კომპლაენსი. ეს გახლავთ ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს, ან ექიმსა და პაციენტის მშობლებს შორის. რაც უფრო მჭიდროა ურთიერთობის ეს ფორმა, მით უფრო კარგი შედეგია! მშობელი ზუსტად და სწორად უნდა ასრულებდეს ექიმის რეკომენდაციებს. კარგად უნდა იცოდეს, როდის მიმართოს განმეორებით სამედიცინო დაწესებულებას. განაგრძეთ კითხვა: