18 მაისი, 2018
5 რეალური საშუალება მოიშოროთ კბილებზე ქვები და ნადები სტომატოლოგის გარეშე
თქვენს კბილებზე ყოველდღიურად ჩნდება ნადები, რაც მოგვიანებით ქვებად გადაიქცევა.

რატომ ხდება ეს? თქვენ უბრალოდ ცუდად უვლით პირის ღრუს, ბევრს ეწევით ან ზედმეტ ტკბილს მიირთმევთ.

კბილების ქვები საბოლოოდ სერიოზულ პრობლემებამდე მიგიყვანთ - გინგივიტი ან პარადონდოტი.

როგორ უნდა მოიქცეთ?

1. გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ, პროცედურა გაგრძელდეს მინიმუმ 2 წუთს.

2. გამოიყენეთ კარგი კბილის ჯაგრისი და პასტა. რბილი კბილის ჯაგრისი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც მგრძნობიარე კბილები აქვს.

3. გამოიყენეთ სწორი ტექნიკა. ჰკითხეთ თქვენს სტომატოლოგს, როგორ უნდა გაიწმინდოთ კბილები სწორად.

4. ნუ დაგავიწყდებათ კბილის
ჯაგრისის გარეცხვა კბილების გახეხვის შემდეგ. შეინახეთ ის ვერტიკალურ მდგომარეობაში. ნუ დააფარებთ თავსახურავს - ეს მხოლოდ ბაქტერიების გამრავლებას შეუწყობს ხელს.

5. შეცვალეთ ჯაგრისი 3-4 თვეში ერთხელ.

ქვებისა და ნადების მოშორებას შეძლებთ, როგორც სტომატოლოგთან, ისე სახლის პირობებში.

გთავაზობთ 5 მარტივ საშუალებას, რომლებიც კბილებზე ქვების წარმოქმნას შეუშლის ხელს.

პირველი ვარიანტი
თბილ წყალს შეურიეთ 0,5 ჩ.კ. მარილი და 1 ს.კ. სოდა. მოათავსეთ კბილის ჯაგრისი მიღებულ ნაზავში. გაიხეხეთ კბილები 5 წთ-ის მანძილზე.

მეორე
ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ს.კ. ნატურალური თაფლი. ნაზავი გამოივლეთ პირის ღრუში ერთი თვის განმავლობაში. გააკეთეთ ეს საღამოობით.

მესამე
თუნდაც ერთი კვირით რეგულარულად გაიწმინდეთ კბილები ლიმონის კანით.

მეოთხე
კბილების გასაწმენდად გამოიყენეთ ჩვეულებრივი თიხა - უბრალოდ წაუსვით ის წყლით დასველებულ კბილის ჯაგრისს.

მეხუთე
ნახევარი ს.კ. გამხმარ მცენარეს დაასხით ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30 წთ-. გამოირეცხეთ პირის ღრუ დღეში რამდენჯერმე, ეცადეთ სითხე არ გადაგეყლაპოთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS