წითელი ხელისგულები
თუ თქვენ 50 წელს მიუკაკუნეთ და ხელისგულები ნელ-ნელა წითლად შეიფერნენ, ეს თქვენს ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის დარღვევაზე მიგვანიშნებს. ეს უკანასკნელი კი სისხლის კაპილარების გაფართოებას იწვევს, რაც ხელისგულებზე აისახება.
ოფლიანობა
სტრესი, გადაღლა, ნერვიულბა - ეს ის მიზეზებია, რომლებიც ჰიპერჰიდროზს, ჭარბ ოფლიანობას იწვევს. ეცადეთ, აერიდოთ ალკოჰოლის მიღებას და აკონტროლოთ ნერვული სისტემა.
მგრძნობელობის დაკარგვა და ხმაური
ზოგჯერ
ზოგჯერ კი ეს უფრო რთულ დაავადებებზეც მიგვანიშნებს: ცერვიკალური ოსტეოქონდროზი, ვენური თრომბოზი, მაჯის არხის სინდრომი, ანემია ან დიაბეტი.
ხელების სიმშრალე
ამის მიზეზი ორგანიზმის დეჰიდრატაცია (წყლის ნაკლებობა) ან სასქესო ჰორმონის, ესტროგენის დეფიციტია. დეჰიდრატაციის დასამარცხებლად მიიღეთ ბევრი წყალი და გამოიყენეთ ნატურალური ხელის კრემები, ასევე თევზის ზეთი და მარცვლეულები. ჰორმონების დასასტაბილურებლად, მიმართეთ ექიმს.
ხელების კანკალი
ეს შეიძლება ისეთი საშიში და რთული დაავადებით იყოს გამოწვეული, როგორიცაა პარკინსონის დაავადება. ესაა თავის ტვინის ქრონიკული დაავადება.
დაზიანებული ფრჩხილები
აქერცლილი ფრჩხილები ორგანიზმში კალციუმისა და თუთიის დეფიციტის ნიშანია. ეს ელემენტები კი ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
თითების ბოლოს ფალანგების გამსხვილება
თუ ფრჩხილებთან თქვენი თითები მის ქვედა ნაწილზე მსხვილია, ეს ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტის ნიშანია, ეს კი ფილტვის კიბოს ან გულის დაავადების გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს.
მარიამ ელიაშვილი