15 მაისი, 2018
თავის ტვინის ანევრიზმის სამკურნალოდ შესაძლოა ნარკოტიკული საშუალებები გამოიყენონ
დღემდე თავის ტვინის ანევრიზმის სამკურნალოდ ორ გზას მიმართავდნენ: ქირურგიული ჩარევა ან დაკვირვება. ახლახან ცხოველებზე ჩატარებულმა წარმატებულმა ექსპერიმენტმა შესაძლოა, მკურნალობის ახალ მეთოდს ჩაუყაროს საფუძველი.

მეთოდი კი დაავადებულთა მკურნალობის უჩვეულო გზას და პაციენტისთვის სტატინების ( ნარკოტიკული კლასის ნივთიერებების ) სამკურნალოდ გამოყენებას გვთავაზობს. კვლევა 5 აპრილს ამერიკულ ჟურნალ „Stroke"-ში გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ სტატინები ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებით გულის შეტევებისა და ინსულტის რისკს ამცირებენ.
მკვლევართა მიზანი სტატინების გამოყენების შემდეგ ქოლესტერინის დონის ცვლილების შესწავლა იყო.

მათ შეისწავლეს 4,700 პაციენტის ისტორია,
რომლებსაც აღნიშნული დაავადება 1990 წლიდან აქვთ
და მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოსა და ბრიგჰამში გადიან სამკურნალო კურსს, ნაწილი კი უკვე გამოჯანმრთელებულია.

მკურნალობა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან არა ერთხელ დაფიქსირებულა სისხლის ტვინში გაჟონვის შემთხვევები, რაც ფატალურად სრულდება. სტატისტიკის მიხედვით, ასე პაციენტთა 2/3 იღუპება.

მკვლევართა ნაწილი სტატინების გამოყენების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა, დოქტორ კიმონ ბეკელის თქმით, სანამ სტატინების მოქმედებას კარგად არ შეისწავლიან, შემდეგ ნაბიჯებს არ გადადგამენ:

„ვიცი, რომ ჩვენი კვლევა საკმარისი არაა და სანამ ბოლომდე არ გავაანალიზებთ სტატინების მოქმედებას, შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“, - აღნიშნავს ბეკელი.

მარიამ ელიაშვილი

წყარო: მედიქალექსპრესი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS