უზმოზე ზეითუნის ზეთის მიღება ეხმარება:
- სისხლში ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში, წმენდს სისხლძარღვებსა და არტერიას;
- ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას;
- აქვეითებს მადას;
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
- განთავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან.
ზეითუნის ზეთი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ წყლულებს კურნავს. ეხმარება ღვიძლს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში. ნატურალური ზეთით მკურნალობა დადებითად აისახება კანზეც.
რატომ უზმოზე?
ჩვენი ურგანიზმი ყველაზე უკეთ სწორედ
ამ მკურნალობის წყალობით ხდება:
არტერიული წნევის ნორმალიზება;
ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობის დასტაბილურება;
იმუნიტეტის ამაღლება.
მიღების წესები
ორგანიზმის შლაკებისა და ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლებისთვის საკმარისია დილით უზმოზე მიიღოთ 15 მლ ზეითუნის ზეთი. მანამდე კი წყალიც არ უნდა დალიოთ. პროცედურიდან ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. რეკომენდებული პორციის გადაჭარბება კი არ შეიძლება.
რა შემთხვევებში არ შეიძლება ზეითუნის ზეთის მიღება უზმოზე
უზმოზე 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს ნაღვლის ბუშტში კენჭების ამოძრავება შეუძლია. ასეთ შემთხვევაში ადამიანს ქირურგიული ჩარევა ემუქრება. სწორედ ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე, კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარეთ.
ანა გარელი