1. მზისგან დამცავი სპრეი
ერთის მხრივ, ის ნამდვილი გამოსავალია მათთვის, ვისაც ლოსიონები არ უყვარს, მაგრამ სინამდვილეში სპრეის კანის დამცავი საკმარისი თვისებები არ აქვს.
2. ზეთი რუჯისთვის
ცუდი ამბავი გვაქვს მათთვის, ვისაც უყვარს რუჯის ზეთის წასმა და მზეზე წოლა: მსგავს საშუალებებში SPF-ის ძალიან მცირე დონეა, გარდა ამისა, ის ფორებს ბლოკავს.
3. ტონიკი
სახის წმენდისას ტონიკის წასმის ეტაპი უმჯობესია გამოტოვოთ. ეს საშუალება ხშირად სპირტს
4. სასტუმროს საპონი
სასტუმროს სააბაზანო ოთახებში ყოველთვის გვხვდება საპონი, შამპუნი, შხაპის გელი. თუმცა, ვიდრე მათ გამოყენებას გადაწყვეტთ, დაფიქრდით.
მიზეზი გადაჭარბებული არომატიზატორებია. კანის მოვლის სპეციალისტები კი გვირჩევენ, რომ ჭარბი არომატიზატორების შემცველ საშუალებებს მოვერიდოთ, მათ შორის სუნამოებს.
5. ამქერცლი სკრაბი
ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ამქერცლავ მიკროგრანულებს შეიცავს, ამერიკაში 2015 წლიდან აიკრძალა. კოსმეტოლოგები მას გლიკოლით ცვლიან - საშუალება, რომელიც რბილად აშორებს მკვდარ უჯრედებს კანიდან.
ანა გარელი