02 თებერვალი, 2014
რას მიირთმევენ ვარსკვლავები
შავ ხიზილალას მარტო საკვებად კი არ იყენებს, მასზე დამზადებულ სახის კანის საცხსა და შამპუნებსაც იყენებს. ცნობილია, რომ ეს ძვირად ღირებული პროდუქტი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, მასში ბევრი ვიტამინი და მინერალია ცნობილი მომღერლები, მსახიობები თუ მოდელები, განგებ თუ უნებლიეთ, მიბაძვის ობიექტები ხდებიან, ისინი ქმნიან სამოსის, თმის ფერის, კვების რეჟიმის მოდასაც კი. ელლ-მა ცნობილი ქალების თეფშებში ჩაიჭყიტა.

მუდამ გამხდარი ვიქტორია ბექჰემის ტრადიციული წასახემსებელი პროდუქტი ზღვის წყალმცენარეებია, განსაკუთრებით - ლამინარია. გასაკვირი არც არის, ზღვის კომბოსტოს 100 გრამში ხომ
სულ რაღაც 5 კალორიაა. გარდა ამისა, ის არა მხოლოდ ამრავალფეროვნებს ჩვეულ მენიუს, ასევე ამდიდრებს რაციონს ვიტამინებით, დიდი ოდენობით იოდით, მიკრო და მაკროელემენტებით.

დემი მური უკოფეინო მწვანე ჩაის მიირთმევს, ეს არის ჩაი-დეკაფი. მასში კოფეინი, სხვა ჩაისთან შედარებით, ძალიან მცირე ოდენობითაა. დემი დღეში ექვს-შვიდ ჭიქა ამგვარ ჩაის სვამს და ამბობს, რომ თავს მხნედ გრძნობს.

ჯანსაღი კვების აგიტატორი გვინეტ პელტროუ თავის ბლოგსა და წიგნებშიც წერს ამ საკითხზე. მისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ყოფილა თაფლი, დინდგელი და მეფუტკრეობის სხვა ნაწარმი. პელტროუ თაფლს შოკოლადის კანფეტებში, იოგურტებში უმატებს. ფუტკრის ცვილისგან, დინდგელისგან, კალენდულას ზეთისა და ლავანდისგან ტუჩის საცხს ამზადებს, აი, ფუტკრის შხამით კი თურმე ნაკაწრებს ებრძვის.

კეტი პერის საყვარელი საკვები სოკოა, განსაკუთრე ბით - ტრიუფელი და ირწმუნება, რომ შეუძლია, ტონობით მიირთვას. თუმცა მაინც იშვიათად ინებივრებს ამით თავს. პერი ვეგეტარიანელია და სოკოს გარდა, ძირითადად, სწორედ ბოსტნეულს მიირთმევს.
ჯულია რობერტსს თავისი ბოსტანი აქვს ნიუ-მეხიკოში და ოჯახს იქ მოწეული პროდუქტით ანაყრებს. კომბოსტო კალე მისი საყვარელი საკვებია, რომელიც ბევრ ვიტამინს შეიცავს. მიუხედავად თავისი სიმსუბუქისა, ეს კომბოსტო თურმე ისეთი ნოყიერია, მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთი შიმშილისგან უხსნია.

ბრიტნი სპირსი
აღიარებს, რომ არ შეუძლია ცხოვრება უშოკოლადოდ. თანაც, შოკოლადს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიირთმევს, ბატონების, ფილებისა თუ ცხელი შოკოლადის სახით.

მადონას რა ხანია, შეუყვარდა გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ქოქოსისგან არის დამზადებული. მომღერალმა მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციაც კი ჩადო პოპულარულ ბრენდში. ეს უქოლესტერინო სასმელი, ნახშირწყლების მინიმალური შემცველობით, მადონას ჯანსაღი ცხოვრების წესის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია.

სელენა გომესი
მანგოს ეძალება. მეცნიერთა თქმით, მანგოს ნაყოფი სასარგებლოა გულისთვის და ქოლესტერინის დონესაც ამცირებს. მასში ბევრი ვიტამინია. ალბათ, ამიტომ შეაჩერა მასზე არჩევანი სელენამ.

კამერონ დიასი ფასტ-ფუდის ფანია და ამას აღიარებს კიდეც. ბოლო დროს ცდილობს, ჯანსაღი საკვებით იკვებოს, მაგრამ ამბობს, რომ კარტოფილი ფრის გარეშე გაძლება მაინც უჭირს.

ბიონსე ჯანსაღი კვების კიდევ ერთი მომხრეა. შავ ხიზილალას მარტო საკვებად კი არ იყენებს, მასზე დამზადებულ სახის კანის საცხსა და შამპუნებსაც იყენებს. ცნობილია, რომ ეს ძვირად ღირებული პროდუქტი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, მასში ბევრი ვიტამინი და მინერალია. ბიონსეს ნამდვილად შეუძლია, საკუთარი თავი ამგვარად გაინებივროს.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
იმიტომაც არიან გაფრენილი გიჟები
ხო აბა, მაგათი ჭამასმა ნამდვილად საინტერესოა და ავადაც არ ხდებიან რა.ეს ბეკჰემი ჩიტის სკლინტებს აღარ ისმევს სახეზე?
22:02 / 10-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სარა ლალოსს
ლალო რა საყვარელი ხარ გენაცვალე. წამოდი ჩემთან გენაცვალე და გემრიელობებს გაჭმევ.
03:12 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალო
ხიზილალა რა არის?))))) მე მარტო სუპი და ლობიო გამიგია, სხვა რამეებიც იჭმევა?
18:38 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS