07 მაისი, 2018
იაპონელი ქალების სიგამხდრის საიდუმლო ამოხსნილია
ექსპერტები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ რაშია იაპონელი ქალების მოხდენილობის საიდუმლო - რატომ არ სუქდებიან ისინი არასდროს.

პირველ რიგში, იაპონელი ქალები სახლში კვებას არჩევენ და ძალიან იშვიათად დადიან სწრაფი კვების ობიექტებში. მიირთმევენ მხოლოდ ახალ საკვებს.

მეორეც - იაპონელები ძალიან ფრთხილად ირჩევენ იმას, რასაც მიირთმევენ. ცხიმიანი საკვები, ალბათ, როგორც უკვე მიხვდით, მათ მენიუში არ შედის.

საუზმე
როგორც ყველა ქვეყანაში, აქაც არიან გოგონები, რომლებიც საუზმეს გამოტოვებენ. მაგრამ იაპონელი ქალების უმრავლესობისთვის ეს წმინდა რიტუალია. საუზმის მთავარი კერძებია - ბრინჯი, თევზი,
ნატო (იაპონური ტრადიციული კერძი), ომლეტი და დამწნილებული ბოსტნეული. ჭკვიანი იაპონელები პურს ბრინჯით ცვლიან და წონაში არ იმატებენ. სწორედ ამაში მდგომარეობს მათი მოხდენილობის მთელი საიდუმლო.

სადილი
თანამედროვე იაპონელი ქალები, რომლებიც მუშაობენ, ხშირად სახლში არ სადილობენ. თუმცა, ჯანმრთელი და მოხდენილი სხეულის შესანარჩუნებლად გოგონები სადილს წინასწარ ამზადებენ. ძირითადი საკვები კი ბრინჯი, თევზი, ხორცი და ბოსტნეულია.

ვახშამი
ყველა სხვადასხვაგვარ ვახშამს ირჩევს - ევროპული, ჩინური ან იაპონური. იაპონურ ვახშამში აუცილებლად შედის ბრინჯი, სუპ-მისო, ბოსტნეული, თევზი და ხორცი. ძალიან ხშირად ვახშამს უმატებენ სოიოს ყველს ტოფუს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS