04 მაისი, 2018
9 პროდუქტი, რომლებიც მშიერ კუჭზე არ უნდა მიიღოთ
ზოგიერთ შემთხვევაში ამას უბრალოდ აზრი არ აქვს, ხანდახან კი არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება.

1. იოგურტი
თუ იოგურტს მშიერ კუჭზე მიირთმევთ, ჰიდროქლორინის მჟავა, რომელიც ცარიელ კუჭშია გაანადგურებს ლაქტურ მჟავა ბაქტერიას. შესაბამისად, ის არავითარ სარგებელს არ მოგიტანთ.

2. მსხალი
Rating
მსხალი უზმოზე რეკომენდებული არ არის. ხოლო ვიდრე მსხალს შეჭამთ, უმჯობესია წყალი არ დალიოთ.

3. პომიდორი
Rating
ტანინებით მდიდარი პომიდორი ზრდის კუჭის მჟავიანობას. ამას შეუძლია გასტრიტის, პანკრეატიტისა და კოლიტის გამოწვევა. მსგავსი პროდუქტებია ხურმა და ტკბილი კარტოფილი.

4. ბანანი
Rating
თუ უზმოზე ბანანს შეჭამთ, სისხლში მაგნიუმის რაოდენობა
გაიზრდება, რაც უარყოფითად აისახება გულზე. გარდა ამისა მშიერ კუჭზე მირთმეულ ბანანს კალიუმისა და მაგნიუმის ბალანსის დარღვევა შეუძლია, მთელი დღის მანძილზე მოდუნებული იქნებით.

5. ციტრუსი
Rating
მაღალი მჟავიანობის გამო უზმოზე ციტრუსს გულძმარვის გამოწვევა და გასტრიტის პროვოცირება შეუძლია.

6. ყავა
Rating
ყავა ასტიმულირებს კუჭის მჟავას გამომუშავებას და შეუძლია გულძმარვისა და კუჭის დისკომფორტის მიზეზი გახდეს.
ხოლო, როცა საუზმეს გამუდმებით ყავით ანაცვლებთ, ამას დეპრესიულ მდგომარეობამდე მიყვანა შეუძლია.

7. ალკოჰოლი
Rating
ალკოჰოლის მშიერ კუჭზე დალევა ორმაგად დაგათრობთ და დილით მძიმე ბახუსი გელით.

8. ცივი გაზიანი სასმელები
Rating
ეს არა მხოლოდ კუჭის წყლულზე აისახება უარყოფითად, არამედ აფერხებს კუჭისთვის სისხლის მიწოდებას, რაც საბოლოოდ აუარესებს მონელების პროცესს.

9. საღეჭი რეზინი
Rating
უზმოზე საღეჭი რეზინი ქრონიკულ გასტრიტსა და კოლიტს გამოიწვევს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS