13 აპრილი, 2018
ნინო ნადირაძე-კუზანოვას დიეტა
კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გვაცნობს სწრაფ დიეტას, რომლის დაცის შემთხვევაში წონაში სწაფად ვიკლებთ და რაც მთავარია, ეს ცუდად არ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. დიეტის დაცვა ერთ კვირაზე მეტ ხანს რეკომენდირებული არ არის.

დღის განმავლობაში ოთხჯერ, მცირე რაოდენობით უნდა ვიკვებოთ.

საუზმე - ერთი ჭიქა უშაქრო ჩაი და ერთი ცალი მოხარშული კვერცხი.

საუზმის შემდეგ სადილამე შეგვიძლია მივირთვათ ერთი ცალი იოგურტი.

სადილი - მოხარშული (უცხიმო) ხორცი ბოსტნეულის გარნირით ან მოხარშული ბრინჯი და თევზი ერთი ნაჭერი.

ვახშამი - ნახევარი
ჭიქა წყალგარეული მაწონი ან კეფირი.

მისივე თქმით, ამ დიეტას თუ ერთი კვირის განმავლობაში დავიცავთ, მოვიკლებთ 3-4 კილოგრამს ისე, რომ ჯანმრთელობას არ დავიზიანებთ.

შეგახსენებთ, რომ ამ დიეტის დაცვა ერთ კვირაზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS