1. ლიმონი და ყველანაირი ციტრუსი
ეს ხილი მდიდარია C ვიტამინით და ძლიერი გამწმენდი ეფექტი აქვს. თუ ყოველდღე ციტრუსის ჭამა არ გსიამოვნებთ, დაუმატეთ მცირე ნაჭერი ლიმონი წყალს.
2. ჭარხალი
მდიდარია B3, B6, C ვიტამინებითა და ბეტა-კაროტინით. წითელი ჭარხალი ასევე შეიცავს მაგნიუმს, რკინას, ცინკს, კალციუმსა და მინერალებს, რომლებიც გამოდევნიან ტოქსინებს.
3. ბროკოლი
ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის დიეტოლოგები ხშირად ურჩევენ ბროკოლს. მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება მომნელებელი
4. ნიორი
ეს ანტივირუსი, ანტისეპტიკი და ანტიბიოტიკია. ის კლავს მიკროორგანიზმებს, რასაც ტოქსინების წარმოქმნა შეუძლია; ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციონირებას, ეხმარება მას ტოქსინებთან ბრძოლაში.
5. ვაშლი
შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებს, უჯრედისს, ანტიოქსიდანტებსა და ნივთიერებას, რომელსაც შარდმდენი ფუნქცია აქვს, ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალებს.
6. არტიშოკი
დადებითი გავლენა აქვს მონელებაზე და ასტიმულირებს ღვიძლის მუშაობას. არტიშოკი - ეფექტური შარდმდენი საშუალება, წმენდს თირკმლებს.
ანა გარელი