მინდა, თქვენი ყურადღება ჯანსაღ კვებაზე შევაჩერო, უფრო კონკრეტულად კი იმ საკვებ პროდუქტებზე, რომლებიც თავიანთი უნიკალური თვისებებით კიბოს პრევენციას ახდენენ. რომელი პროდუქტები ებრძვიან კიბოს უჯრედებს და რამდენად მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად? - ამ საკითხებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა მოგვითხრობს.
- ონკოლოგიურ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კიბოს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი არასწორი კვებაა.
არსებობს გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ანუ ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე ნივთიერებებისა. ამ ნივთიერებებს შეიცავს ზოგიერთი საკვები პროდუქტი, განსაკუთრებით კი მკვეთრი ფერის მქონე ხილი და ბოსტნეული, მაგ: პომიდორი, კურკუმა, ჟოლო, ყურძენი და ჭარხალი.
პომიდორი
პომიდორში არის ნივთიერება, რომელსაც ლიკოპენი ქვია, სწორედ ამ ნივთიერებას უკავშირებენ მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც თავისი ანტიოქსიდანტური ეფექტით უსწრებს ვიტამინ ა-ს და ბეტა-კაროტინს, ასეთივე პიგმენტი, სხვათა შორის, წითელ წიწაკაშიცაა. პიგმენტი ნარჩუნდება, როგორც ცოცხალ პროდუქტში, ასევე კეტჩუპებში, ტომატებში, პომიდვრის წვენსა და სოუსებშიც. კვლევამ დაადასტურა, რომ პომიდვრის ტომატით დამზადებული საკვების მიღება ყოველდღიურად მთელი თვის განმავლობაში პროსტატის კიბოს რისკს 20%-ით ამცირებს.
კურკუმა
კურკუმას შემადგენლობაში შედის აქტიური ინგრედიენტი, სახელწოდებით "კურკუმინი". ის აფერხებს კიბოს განვითარებას ქრონიკული დაავადების უჯრედულ-სასიგნალო ასპექტებში ჩარევით. კურკუმინი აფერხებს კიბოს ისეთი სახეობების განვითარებას, როგორებიცაა: ძუძუს, ფილტვის, კუჭის, ღვიძლის, ნაწლავის კიბო და ა.შ.
ჟოლო
ჟოლო დიდი ხანი ცნობილია, რომ გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ფიტონუტრიენტებით. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მჟავა და ანთებითი პროცესების განვითარების შეფერხებაში, რითაც ასევე ხელს უშლიან კიბოს უჯრედების გავრცელებას ადამიანის ორგანიზმში. ჟოლოში ასევე დიდი რაოდენობითაა ელაგინის მჟავა, რომელიც სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა და ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი).
განაგრძეთ კითხვა: