22 მარტი, 2018
როგორ მოქმედებს გაზაფხული კანზე - რა გაკლიათ წყალი თუ ვიტამინები?
გაზაფხულზე განსაკუთრებით შესამჩნევია კანის აქერცვლა. ბევრი ამას ვიტამინების უკმარისობას მიაწერს და ხშირად ასეცაა, თუმცა, ეს სიმპტომები შეიძლება კანის გაუწყლოების მაჩვენებელი იყოს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კანის სიმშრალე და კანის გაუწყლოება სხვადასხვა რამეა. მშრალ კანს შედარებით ადვილად მოევლება მკვებავი ნივთიერებების დახმარებით, გაუწყლოების შემთხვევაში კი მეტი შრომა დაგჭირდებათ.
პრობლემის დასადგენად სპეციალისტს მიმართეთ. თუ აღმოჩნდა, რომ თქვენი კანი გაუწყლოებულია (ან იქნებ უკვე იცით ამის შესახებ), მის რეკომენდაციებთან ერთად შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ.

დააწყურეთ კანი შიგნიდან. დალიეთ რაც შეიძლება
მეტი სითხე, უმჯობესია, თუ ეს იქნება ჩვეულებრივი თბილი სასმელი წყალი. ყოველდღიურად მიიღეთ თქვენი ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის წყალი - 30 მილიგრამი 1 კილოგრამზე. ოღონდ დღის ნორმა მთელ დღეზე გადაანაწილეთ.

წყლის სმა უნდა შეწყვიტოთ დაძინებამდე 1 – 1,5 საათით ადრე,
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ამან შეშუპება გამოიწვიოს.
უარი თქვით წყალსა და საპონზე. არც ერთი ტიპის კანისთვის, მით უმეტეს გაუწყლოებულისთვის, წყალი და საპონი რეკომენდებული არ არის. გაუწყლოებული კანისთვის გამოიყენეთ უსპირტო ტონიკი, პირის დასაბანი გელი ან კოსმეტიკური რძე. ამ საშუალებების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას - ნატურალური ინგრედიენტები (გვირილის ექსტრაქტი, ალოე) მოგაცილებთ ანთებასა და გაღიზიანებას.

იზრუნეთ კანის დატენიანებაზე მთელი დღის განმავლობაში. მუდმივად თან იქონიეთ თერმული წყლის ფლაკონი და დროდადრო სახეზე მიისხურეთ, რომ კანი დატენიანდეს.

რა ავირჩიოთ?
დღეს კოსმეტიკურ განყოფილებებში ნებისმიერი ტიპის კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი საშუალებები იყიდება. რომელი ავირჩიოთ? პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ კომპონენტებს:

ჰიალურის მჟავა - დაგეხმარებათ ტენის შენარჩუნებაში.

მცენარეული ცვილი და ზეთი - ინარჩუნებს სითხეს და ანელებს მის აორთქლების პროცესს.

გლიცერინი - საუკეთესოდ არბილებს კანს.

კალციუმი და მაგნიუმი - იცავს კანს ანთებისა და გაღიზიანებისაგან.

B, C და E ჯგუფის ვიტამინები - ტონუსს მატებენ კანს.

ელასტინი და კოლაგენი - ელასტიკურობას მატებენ და ჭიმავენ კანს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS