18 მარტი, 2018
რა გავლენას ახდენს მარიხუანა ბავშვის ნაყოფზე - ექიმის რჩევები
მარიხუანის (კანაფის) დეკრიმინალიზაციის შემდეგ, რედაქციაში ამ თემაზე არა ერთი შეკითხვა შემოვიდა. ამჯერად გავიგებთ, სინამდვილეში რამდენად უსაფრთხოა ის ახალშეუღლებული წყვილისთვის, რომელიც შვილის ყოლას გეგმავს, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მარიხუანას მოხმარებამ ორსულობისას? ამ თემაზე გვესაუბრება გინეკოლოგი, ნინო წიფურია:

- შეიძლება თუ არა მარიხუანას რეგულარულმა მოხმარებამ გამოიწვიოს უშვილობა?
- ფაქტია და კვლევებით დასტურდება, რომ მარიხუანის რეგულარული მოხმარება მამაკაცებში ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის. მარიხუანის ხშირმა მოხმარებამ მოზარდებში შესაძლოა, გამოიწვიოს სქესობრივი ფუნქციების მოშლა.

არის შემთხვევები, როდესაც
სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება და იმატებს მასში ანორმალური უჯრედები. ქალბატონების შემთხვევაში, მარიხუანა იმდენად მოქმედებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რომ შესაძლოა გამოიწვიოს ოვულაციის დარღვევა, განაყოფიერების შესაძლებლობის შემცირება.

მარიხუანას მოხმარება ახალგაზრდებისთვის შესაძლოა წუთიერ სიამოვნებას უკავშირდებოდეს, მაგრამ აუცილებელია დავფიქრდეთ შედეგებზე, რომელსაც მარიხუანის ხშირი მოხმარება იწვევს.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS