18 თებერვალი, 2018
სახსრების ტკივილი და მისი მკურნალობის მეთოდები - რევმატოლოგის რჩევები
სახსრების ტკივილი ბევრი დაავადების მანიშნებელია. როგორ გამოიხატება ეს პრობლემა რევმატოლოგიური დაავადებებისას, ამ საკითხზე გვესაუბრება ექიმი-რევმატოლოგი ირინა მალაზონია.

- ქალბატონო ირინა, რომელი რევმატოლოგიური დაავადებების დროს აღინიშნება სახსრების ტკივილი?

- რევმატული დაავადებებით შეპყრობილია მოსახლეობის 30%. რევმატულ დაავადებებს მიეკუთვნება სახსრების ქრონიკული დაავადებები: ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრული პოლიართრიტი, სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების დაავადებები და სხვა.

სახსრების დაავადებების ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა: ტკივილი, დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლა, პათოლოგიური მოტეხილობა და სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია.


- უპირატესად რომელ
დაავადებას ახასიათებს მსხვილი სახსრების ტკივილი?


- მსხვილი სახსრების პროექციაზე ტკივილი დამახასიათებელია ოსტეოართროზისთვის. ის სახსრების ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ძვლების სასახსრე ზედაპირების მფარავ ხრტილს აზიანებს, ხრტილი კარგავს ელასტიკურობას და სისადავეს, უჩნდება ნახეთქები. ამიტომ სასახსრე ზედაპირები პირვანდელივით ადვილად აღარ სრიალებს. გარდა ამისა, შეცვლილი ხრტილი ვეღარ იცავს ძვლებს დატვირთვისაგან. ყოველივე ამის შედეგად სახსარში, განსაკუთრებით - მოძრაობისას, აღმოცენდება ტკივილი, დროთა განმავლობაში კი მცირდება მოძრაობის ამპლიტუდა. დაავადება იწყება თანდათანობით. საწყის სტადიაზე ტკივილი მხოლოდ მოძრაობის დროს აღინიშნება, შემდეგ მუდმივი ხდება, დაზიანებულ სახსარში იწყება ხმაური და ვითარდება დეფორმაცია, რაც განპირობებულია ძვლოვანი წანაზარდებით.


- რომელი დაავადებები იწვევს წვრილი სახსრების ტკივილს?

- წვრილი სახსრების ტკივილი ძირითადად ახასიათებს ანთებით დაავადებებს: რევმატოიდულ ართრიტს, ფსორიაზულ ართრიტს, პოდაგრულ პოლიართრიტს და სხვა. რევმატოიდული ართრიტის დროს ზიანდება მტევნისა და ტერფის წვრილი (უპირატესად პროქსიმული ფალანგთაშუა) სახსრები. ტკივილი შუაღამისას იწყება და გამთენიისას ძლიერდება. სახსრები სივდება და მოძრაობა იზღუდება. ანალოგიური კლინიკა აქვს ფსორიაზულ ართრიტს. პოდაგრული პოლიართრიტის შეტევა კი ხასიათდება უძლიერესი ტკივილით ტერფის, ცერა თითის შესივებით, ჰიპერემიით (შეწითლებით), მოძრაობის შეზღუდვით, ტემპერატურული რეაქციით, შეტევა გრძელდება 5-10 დღე.

- რა არის სახსრების (როგორც მსხვილის, ასევე წვრილის) ტკივილის მიზეზი?


- ტკივილს სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი იწვევს, რომელიც ძვლისსაზრდელას მდიდარი ინერვაციითაა განპირობებული. სახსრის ტკივილის დროს ყურადღება უნდა მიექცეს - მის ხასიათს, მიმდინარეობას და იმას, უკავშირდება თუ არა ის მოძრაობას. ზოგიერთი დაავადებისას ტკივილი მოძრაობის დროსაა და მოსვენებით მდგომარეობაში ქრება. ხშირად ტკივილი არ ემთხვევა პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციას. კოქსართროზით ან ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზით მოავადეთ ტკივილი მოძრაობისას აწუხებთ. ფესობრივი სინდრომის დროს ტკივილი უმთავრესად მოსვენებისას ვლინდება (ხერხემლის ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი). კოქსართროზის დროს ტკივილი ხშირად მუხლის სახსარშიც გადაეცემა 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS