16 თებერვალი, 2018
10 პროდუქტი, რომლებიც თქვენს არტერიას ყოველგვარი წამლების გარეშე გაწმენდს
"არტერია შესაძლოა,  ქოლესტერინის დაგროვების გამო, დაბინძურდეს და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს", - წერს Healthy Food House-ი.

დაბინძურებული არტერია კი იწვევს ათეროსკლეროზს, რამაც შესაძლოა, სხვადასხვა დაავადებამდე და გულის უკმარისობამდე მიგიყვანოთ.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტს, რომლებიც ბუნებრივი გზით გაწმენდენ თქვენს არტერიებს:

1. ნიორი - დაგიცავთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და მაღალი წნევისგან.

2. ყურძენი - აღმოფხვრის არტერიულ კედლებზე ნადების წარმოქმნას.

3. ზეითუნის ზეთი - ის სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

4. თევზი -
განსაკუთრებით ორაგული და თინუსი, ეფექტურად ებრძვის არტერიების
დაბინძურებას, რამდენადაც მდიდარია ომეგა-3-ით.

5. შტოშის წვენი - კვირაში მხოლოდ 3 ფინჯანი შტოშის წვენი ეფექტურად წმენდს არტერიას, ხელს უშლის სისხლძარღვებში ცხიმების დაგროვებას.

6. პომიდორი - მისი რეგულარული მიღება ქალებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს.

7. კივი და ნესვი - კივი და ნესვი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს. მხოლოდ რამდენიმე ნაჭერი კივი და ნესვი სწრაფად გაწმენდს არტერიას.

8. შვრია - კვლევამ დაადასტურა, რომ ყოველდღიურად 1,5-2,5 ჭიქა მოხარშული შვრიის მირთმევა ქოლესტერინის დონეს 20%-ით ამცირებს.

9. ბროწეული - ბროწეული ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ეს კი არტერიის გასქელების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხილია.

10. ისპანახი - ისპანახი მდიდარია კალიუმითა და ფოლიუმის მჟავით, ამიტომ ებრძვის ჰიპერტენზიას, ქოლესტერინის წარმოქმნას და წარმატებით იცავს გულის უკმარისობისგან.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS